კალათა

დეტალურად

ბუალო-ნერსეჟაკი ორი ფრანგი მწერლის ტანდემი იყო – პიერ ლუი ბუალოსა (1906-1989) და ტომა ნერსეჟაკის (1908-1998). მათ შორის პირველი, პიერ ლუი ბუალო, ნერსეჟაკზე უფრო გამოცდილი გახლდათ. პირველი სწორედ ის გახდა ცნობილი მწერალი. პიერ რობერ ერომ, მომავალში ტომა ნერსეჟაკმა, 1938 წელს დაიწყო წერა, მაშინ, როცა ბუალოს მეოთხე წიგნმა გრან-პრი მიიღო. 1947 წელს ნერსეჟაკმა გამოსცა წიგნი „დეტექტიური ჟანრის ესთეტიკა“, რომელშიც ძირითადად შევიდა იმ დროისთვის უკვე ცნობილი მწერლის პიერ ბუალოს შემოქმედების კრიტიკა. მას მერე, რაც თვით ბუალომ წაიკითხა ეს წიგნი, მათ შორის მიმოწერა გაჩაღდა. 1948 წელს მწერლებმა უშუალოდ გაიცნეს ერთმანეთი, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ერთად დაიწყეს დეტექტივების წერა, რითაც ცნობილი შემოქმედებითი ტანდემი „ბუალო-ნერსეჟაკი“ შექმნეს. ტანდემმა თითქმის ორმოცი წელის იარსება და ამ ხნის განმავლობაში ორმოცდაათზე მეტი დეტექტიური რომანი და მოთხრობა შეიქმნა. მას მერე, რაც ბუალო 1989 წელს გარდაიცვალა, ნერსეჟაკმა კიდევ რამდენიმე წიგნი დაწერა. თავად კი 1998 წელს გარდაიცვალა.
  • ქალი, რომელიც სიცოცხლეს გამოასალმეს
  • მოჯადოებულ ტყეში