კალათა

დეტალურად

„მემარნის უბის წიგნაკი“ განკუთვნილია მოყვარული მევენახეებისა და „ოჯახური“ ტიპის ღვინის მწარმოებელთა ფართო წრისათვის. იგი არ წარმოადგენს მეცნიერულ კვლევას, არამედ ამ საკითხით დაინტერესებულ მკითხველს აწვდის საჭირო ინფორმაციას. წიგნაკში განხილულია ვაზთან, ქვევრსა და ტრადიციული წესით დამზადებულ ღვინოსთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც, ავტორის მოსაზრებით, უკავშირდება ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის მოყვანასა და მხოლოდ „საოჯახო ღვინის“ წარმოებისას წამოჭრილ პრობლემებს და არა ზოგადად მევენახეობა-მეღვინეობის ფართო სფეროს. სასურველია, მკითხველი არ დააბნიოს და არ შეუქმნას მცდარი წინასწარი განწყობა გამოცემის სათაურმა, ვინაიდან იგი პირობითია. რეალურად, ზოგადი ხასიათის ინფორმაციასა და ანალიზს მოიცავს მისი ზოგადი ნაწილი, ხოლო კერძო ნაწილში მიმოხილულია არაერთი დეტალური გარემოება. ამდენად, „მემარნის უბის წიგნაკი“ წარმოადგენს არა იმდენად „წიგნაკს“, რამდენადაც „ოჯახური მეღვინის გზამკვლევს“.
  • წინასიტყვაობა
  • ზოგადი ნაწილი
    • „უბის წიგნაკი“ და რეალობა
      • 1. არსებული გარემო
      • 2. რა საჭიროა „უბის წიგნაკი“?
    • „მემარნეობის“ , ანუ „ოჯახური მეღვინეობის“ ადგილი დროსა და სივრცეში
      • 3. სტატისტიკური შინაარსი
      • 4. ეგზოტიკური შინაარსი
    • ორგანული მევენახეობა-მეღვინეობის ხიბლი და პერსპექტივა
      • 5. არსი
      • 6. რას წარმოადგენს ორგანული მეურნეობა?
      • 7. პერსპექტივა
      • 8. ზოგადი ნაწილის ბოლოსიტყვაობა
    • კერძო ნაწილი
      • ვენახი
        • 9. ვენახის გასაშენებლად გასათვალისწინებელი ზოგადი აუცილებლობანი
        • 10. ზვარი (ტერუარი)
        • 11. ზვარის „ისტორიოგრაფია“
        • 12. არსებული ვითარება
      • სავენახე ფართობის შეძენამდე განსახორციელებელი ღონისძიებანი
        • 13. ზოგადი პრიორიტეტები
        • 14. ნაკვეთის განფენილობა (ფერდობი)
        • 15. ფერდობის ექსპოზიცია (დახრილობა)
        • 16. ტყეების, ზღვების, ტბების, მდინარეების სიახლოვე
        • 17. ნიადაგი
        • 18. სიმაღლე ზღვის დონიდან
        • 19. სითბო და სინათლე
        • 20. ქარები
        • 21. ნალექები და შეფარდებითი ტენიანობა
        • 22. გრუნტის წყლები
      • სავენახე ფართობის შეძენის შემდგომი მოქმედებები
        • 23. პლანტაჟი
        • 24. ვაზის დარგვა
        • 25. ვაზის ჯიშისა და ქვეყნის მხარეების ურთიერთმისადაგების საკითხი
      • ვაზის მოვლის ზოგადი თავისებურებანი
        • 26. გასხვლა
        • 27. გაფურჩვნა
        • 28. წვერის წაწყვეტა
        • 29. სასუქი
        • 30. შეწამვლა და მოხვნა
      • რთველი და მარანი
        • 31. რთველი
        • 32. მარანი
      • ქვევრი
        • 33. პოზიცია
          • ა) არის თუ არა ქვევრი „უსაფრთხო ჭურჭელი“?
          • ბ) არის თუ არა ქვევრი დუღილის პროცესისათვის სტაბილური ჭურჭელი?
          • გ) კირის დუღაბი, ქვითკირის რკალი და ცვილის გამოვლება
          • დ) ქვევრის შერჩევის თავისებურებანი
        • 34. ცოდნის ფასი (ანუ ლავუაზიეს კანონი)
      • ღვინო
        • 35. ყურძნის ღვინოდ გარდაქმნა
        • 36. საფუარი
        • 37. მოქმედების სპეციფიკა
        • 38. ტემპერატურა
        • 39. ჟანგბადი
        • 40. გარემო
        • 41. კლერტი და ტანინი
        • 42. ფენოლური ნაერთები
      • ოჯახური ღვინო
        • 43. „ერთი ქვევრის“ კულტურა
        • 44. „ერთი ბოთლის“ კულტურა
        • 45. არსებული ვითარება
      • ბოლოსიტყვაობის მაგიერ
      • ფოტოტაბულა
      • გამოყენებული ლიტერატურა
      • სქოლიო