კალათა

დეტალურად

წარმოდგენაც კი არ გაქვთ, როგორ გამოგადგებათ და როგორ იმეგობრებთ ჩვენს წიგნთან, რამდენ იდეას მოგაწვდით, რამდენ პრობლემას შეგიმსუბუქებთ და რამდენ დროს დაგიზოგავთ! ეს წიგნი აღმოჩნდება საუკეთესო გზამკვლევი პირველ რიგში მათთვის, ვინც უკვე შეუდგა ამ „გოლგოთის“ გზას და რემონტის ქარ-ცეცხლში უწევს ტრიალი და მათთვისაც, ვინც ჯერჯერობით მხოლოდ გეგმავს ამ "ყულფში თავის გაყოფას"; ასევე, მათთვის, ვინც არ აპირებს რემონტს, მაგრამ, უბრალოდ, აინტერესებს მსგავსი თემები ... ჩვენმა ავტორმა ხომ საკუთარ თავზე გამოსცადა მთელი ეს „ციებ-ცხელება“ და ამიტომ ამბობს, რომ ამ წიგნში „ტაბუს და დოგმებს ადგილი არა აქვს. ეს წიგნი არაა რჩევები და დარიგებები დიზაინის ან მოდის შესახებ. ეს წიგნი იმაზეა, თუ როგორ მოიწყო შენი ახალი ბუდე; იმაზე, როგორ მოიქცე რემონტის დროს, ვის როგორ აუხსნა შენი მოლოდინი“...
  • ავტორის წინასიტყვაობა
  • #დავამკვიდროთქართულად
  • ზომეთ!!!
  • დიზაინი და დიზაინერი
  • პრარაბი
  • როგორ შევადგინოთ სმეტა
  • შეფუთვა
  • გადაკეთება
  • არ შეაწუხოთ ბეტონი!
  • როდის ვიყიდოთ ტექნიკა
  • შიდა კიბე
  • ვაშენებთ კედლებს
  • აბაზანა
  • სარკეები
  • განათება
  • შევღებოთ თუ გავაკრათ
  • კარები
  • ფანჯრები
  • გათბობა
  • პატარა ბუდე
  • სამზარეულოს მოწყობა
  • გარდერობის ოთახი
  • ფარდები
  • დაუმთავრებელი
  • ხელნაკეთი
  • გამწვანება
  • არმატურა
  • სარდაფი!!!
  • სახურავი