კალათა

დეტალურად

„სკოლის მართვის შესავალი“ წარმოადგენს ერთ-ერთ იშვიათ სახელმძღვანელოს ამ მიმართულებით, ვგულისხმობ იმას, რომ ქართულ ენაზე არც ისე ბევრი ლიტერატურა არსებობს სკოლის მართვის საკითხებთან დაკავშირებით. წიგნი დაწერილია მაღალ პროფესიულ დონეზე. მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ ავტორი გახლავთ პრაქტიკოსი. ეს იგრძნობა თითოეულ წინადადებაში, რაც რა თქმა უნდა, წიგნს მატებს განსაკუთრებულ ხიბლს. წიგნის საშუალებით მკითხველი გაეცნობა მართვის თანამედროვე თეორიებს, ასევე იმას, თუ როგორი კვლევის მეთოდების გამოყენებაა ოპტიმალური სკოლის დონეზე. ასევე, დაწვრილებით არის აღწერილი, თუ როგორ უნდა ჩამოაყალიბოს სკოლამ კარგი მისია. როგორც კანადელი განათლების მკვლევარი მაიკლ ფულანი ამბობს, სკოლის მისიის სწორი გააზრება სკოლის ყველა თანამშრომლის მიერ, ხელს უწყობს და მნიშვნელოვნად განაპირობებს სკოლის წარმატებას. ასე, რომ სკოლის მისიის კარგად ჩამოყალიბება, რაშიც ეს წიგნი დაეხმარება ყველა სკოლის მმართველს, ძალიან მნიშვნელოვანია. წიგნი ასევე კარგ თეორიულ ცოდნას გვაძლევს კონფლიქტის და მოტივაციის მართვის კუთხით.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • წინასიტყვაობა
  • სკოლის მართვა, როგორც მეცნიერება
    • §. 1. სკოლის მართვის ცნება
    • §. 2. სკოლის მართვის მეცნიერების საგანი, ობიექტი, დამოუკიდებლობა, ფორმა და შინაარსი
    • §. 3. ადგილი მეცნიერებათა კლასიფიკაციის სისტემაში
    • §. 4. კვლევის მეთოდები
    • §. 5. სკოლის მართვის მეცნიერების სტრუქტურა
  • თავი 1. სკოლის სტრატეგიული დაგეგმვა
    • §. 1. სტრატეგიული დაგეგმვის პირველი საფეხური. სკოლის ხედვა და მისია
      • 1. ხედვისა და მისიის განაცხადები
      • 2. მისიის განსაზღვრება
      • 3. მისიის დეტერმინანტები
      • 4. სკოლის მისიის მნიშვნელობა და ნიშნები
    • §. 2. სტრატეგიული დაგეგმვის მეორე საფეხური.
      • 1. მიზნების დასახვა
      • 2. სასწავლო და არასასწავლო მიზნების დასახვა.
    • §. 3. სტრატეგიული დაგეგმვის მესამე საფეხური. სასწავლო და დამხმარე მიზნების განხორციელება
      • 1. სასწავლო გეგმის განხორციელება
      • 2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარება
      • 3. ინკლუზიური სწავლება
      • 4. დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეთა ჩართულობა
      • 5. მშობლებისა და საზოგადოების ჩართულობა
      • 6. სადამრიგებლო პროგრამა
      • 7. ელექტრონული რესურსების გამოყენება
      • 8. კომენტარების რვეულის გამოყენება
      • 9. უსაფრთხო გარემო.
      • 10. ფინანსური მიზნები
      • 11. სკოლის ტექნიკური და სანიტარული მოვლა
      • 12. სამართლებრივი რეგულირება
    • თავი მეორე. სკოლის ორგანიზაცია
      • §. 1. სკოლის ორგნიზაციული სტრუქტურის აგების ძირითადი პრინციპები
      • §. 2. ორგანიზაციული სტრუქტურის ფორმები
      • §. 3. სკოლის ორგანიზაციული სტრუქტურა და ფუნქციები
    • თავი მესამე: მოტივაცია
      • §. 1. მოტივაციის ცნება, მნიშვნელობა და პრინციპები
      • §. 2. თანაფარდობა საბაზისო ხელფასსა და მოტივაციურ ფაქტორებს შორის
      • §. 3. მოტივაციის თეორიები
      • §. 4. მოტივაციის პრაქტიკიდან გავეცნოთ თანამედროვე მსოფლიოში დანერგილ მოტივაციის ზოგიერთ მეთოდს.
      • §. 5. დირექტორის, მასწავლებლებისა და პერსონალის მოტივაციისათვის დირექტორის მოტივაცია.
    • თავი მეოთხე: მონიტორინგი
      • §. 1. მონიტორინგის არსი
      • §. 2. მოსწავლეთა აკადემიური შედეგების მონიტორინგი
    • თავი მეხუთე: გადაწყვეტილების მიღება
      • შესავალი
      • §. 1. გადაწყვეტილების ცნება, კლასიფიკაცია და ნიშნები
      • §. 2. გადაწყვეტილებათა დონეები
      • §. 3. არარაციონალური გადაწყვეტილების ინტელექტუალური, ორგანიზაციული და ფსიქოლოგიური ფაქტორები
      • §. 4. იმპულსური თუ ნებელობითი ქცევა?
    • თავი მეექვსე: კომუნიკაცია
      • §. 1. კომუნიკაციის არსი და პროცესი
      • §. 2. ეფექტური კომუნიკაციის ბარიერები
    • თავი მეშვიდე: ორგანიზაციული ქცევა
      • §. 1. ლიდერობა
      • §. 2. კონფლიქტების მართვა
      • §. 3. სტრესის არსი
      • §. 4. ძალაუფლების ცნება და ფორმები