განუყრელი მეგობრები ლენა და თრილე მათილდეს ყურეში ცხოვრობენ. ლენას თავგადასავლები უყვარს და შარშიც ხშირად ეხვევა თრილესთან ერთად. ბავშვები ხან მეზობლის ჯაგლაგს გამოიხსნიან სასაკლაოდან; ხან, როგორც ბიბლიური ნოე – კიდობანში, კატარღაზე შინაურ ცხოველებს მოათავსებენ; ხანაც, მსოფლიო ომის გასახსენებლად, ყველა რადიოს დიდ ორმოში ჩამარხავენ... „ვაფლის გულების“ ავტორს, მარია ფარს ხშირად ადარებენ ასტრიდ ლინდგრენს და არცთუ უსაფუძვლოდ: მის წიგნში მოთხრობილი მხიარული, ხიფათიანი ამბები აუცილებლად გაგახსენებთ დიდ შვედ საბავშვო მწერალს, თუმცა, მეორე მხრივ, ახალგაზრდა ნორვეგიელი ავტორი სრულიად განსხვავებულ სამყაროს ქმნის, რომელშიც ბევრი სიკეთე, ერთგულება, სიყვარული და სევდაა. სწორედ ეს უმნიშვნელოვანესი ადამიანური თვისებები აერთიანებს „ვაფლის გულების“ ყველა პერსონაჟს – როგორც ბავშვებს, ისე უფროსებს.
- ხვრელი ღობეში
- თრილე-ბიჭი და ციცქნა გოგო
- ჯადოქრის ჩაქრობა
- ნოეს ნავი
- „ვეძებთ მამას“
- ბრძოლა მათილდეს ყურეში
- ისაკი
- „შობას გილოცავთ“ – შუა ზაფხულში
- როგორ დავამსხვრიე ლენა
- ზაფხულის დასასრული
- ცხვრის ჩამორეკვა და შვეულმფრენით გასეირნება
- ლენას ხელჩართული ჩხუბი
- თოვლი
- ჩემი ცხოვრების ყველაზე სევდიანი დღე
- მე და პაპა
- ციგით შეჯახება, ტვინის შერყევა და მფრინავი ქათამი
- ფერდობელი იონი და იონის ჯაგლაგი
- მე და ლენა მეორე მსოფლიო ომს ვთამაშობთ
- ხანძარი
- ბუნიობის დღესასწაულის სიძე-პატარძალი