მიხაილ ბულგაკოვი (1891-1940) – რუსი მწერალი, დრამატურგი, თეატრალური რეჟისორი და მსახიობი. მოთხრობების, ნოველების, პიესების, ფელეტონებისა და კინოსცენარების ავტორი. „ძაღლის გული“ ბულგაკოვმა 1925 წელს დაწერა, თუმცა ნაწარმოებს ცენზურა შეეხო და 1968 წლამდე არ გამოქვეყნებულა. ...მოსკოვი, 1924 წელი. გამოჩენილი ქირურგის, პროფესორ პრეობრაჟენსკის ექსპერიმენტმა ყოვლისმომსწრე მოსკოველების მოლოდინიც გადააჭარბა: პროფესორი ექიმ ბორმენტალთან ერთად ადამიანის ჰიპოფიზსა და სათესლე ჯირკვლებს მაწანწალა ძაღლს გადაუნერგავს. ჰოდა, სასწაულიც მოხდება – მაწანწალა შარიკი მოქალაქე პოლიგრაფ პოლიგრაფის ძე შარიკოვად გადაიქცევა – ახალ ადამიანად, ტიპურ პროლეტარად. პრებრაჟენსკი ასე ახასიათებს შარიკოვს: „ის ფეხის ამოკვრასაც კი ითაკილებს, რადგან თვითონ არავისი ეშინია და იმიტომ არ ეშინია, რომ მუდამ მაძღარია“. ეს ნაწარმოები ზღვარია რეალობასა და ფანტაზიას შორის; ადამიანური გრძნობების და ინსტიქტური ქმედებების საზღვარი; ზღაპარია ბოლშევიკების ყველაზე კარგი ქვეყნის ყველაზე ღირსეულ მოქალაქეებზე...
- თავი პირველი
- თავი მეორე - 1
- თავი მეორე - 2
- თავი მესამე - 1
- თავი მესამე - 2
- თავი მეოთხე
- თავი მეხუთე
- თავი მეექვსე - 1
- თავი მეექვსე - 2
- თავი მეშვიდე
- თავი მერვე - 1
- თავი მერვე - 2
- თავი მეცხრე
- ეპილოგი