კალათა

დეტალურად

ჰალდორ კილიან ლაქსნესი (1902-1998) ისლანდიელი მწერლის, პოეტის, დრამატურგის, მთარგმნელის ჰალდორ გუდიონსონის ფსევდონიმია. 1955 წელს იგი დააჯილდოვეს ნობელის პრემიით ლიტერატურის დარგში ისლანდიური თხრობითი ხელოვნების აღორძინებაში შეტანილი წვლილისთვის. ლირიკული რომანი „თევზის კონცერტი“ (ისლანდიურ ორიგინალში „ბრეკუკოტის მატიანე“), რომელიც გამსჭვალულია ადამიანური ღირსებისა და სიკეთის რწმენით, ლაქსნესმა ნობელის პრემიით დაჯილდოების შემდეგ დაწერა. რომანის გმირი, სახელად ალფგრიმური მოგვითხრობს თავის ბავშვობასა და ყრმობაზე; ბიჭს მამა არ ჰყავს; ამერიკისკენ მიმავალმა დედამ კი, რომელმაც გზად ბრეკუკოტში იმშობიარა, დედიშობილა ჩვილი ფერმის მფლობელ ორ მოხუცს შეატოვა ხელში. აქ, რეიკიავიკის განაპირას, პატარა ფერმაში, ორი მოხუცისა და სხვენის ბინადართა ღარიბულ, მაგრამ ჯანსაღ გარემოცვაში, ისლანდიური საგებისა და ქორალების ფონზე, ძველი კედლის საათის განუწყვეტელ წიკწიკში, იზრდება ალფგრიმური. ბრეკუკოტი ძველი დროის ერთგვარ ანკლავს წარმოადგენს, სადაც ადამიანები ჯერ კიდევ სოფლისთვის დამახასიათებელ სიმშვიდეში, ტრადიციული ღირებულებების დაცვით ცხოვრობენ; ფერმის გარეთ კი, ქალაქში, უკვე შემოჭრილია ახალი დრო, – იქ ყველაფერი იყიდება... ხის მბრუნავი ჯვარი მამულის შესასვლელში სიმბოლური საზღვარია ამ ორ სამყაროს შორის. წიგნის დასასრულს ბრეკუკოტის იდილია ქრება, მაგრამ რადგან ეს ადგილი შინაგან ღირებულებათა სამოთხეც იყო, იგი აგრძელებს არსებობას თვით ალფგრიმურში, რომელიც ამ დროისათვის უკვე მზადაა, გაიკვლიოს გზა გარე სამყაროში.
  • თავი 1. უცნაური ცხოველი
  • თავი 2. კარგი ამინდი
  • თავი 3. განსაკუთრებული თევზი
  • თავი 4. რა ღირს ბიბლია?
  • თავი 5. ორი ქალი და ერთი სურათი
  • თავი 6. ტიტულები ბრეკუკოტში
  • თავი 7. მავთულხლართი ჰვამსკოტში
  • თავი 8. სხვენი
  • თავი 9. წარჩინებულები
  • თავი 10. ენა და დამწერლობა ბრეკუკოტში
  • თავი 11. ისლანდიელთა უმაღლესი სასწავლებელი
  • თავი 12. კარგი დაკრძალვა
  • თავი 13. ქალი ლანდბროტიდან
  • თავი 14. სინათლე მნათეს სახლის თავზე
  • თავი 15. თეთრი ყვავები
  • თავი 16. სტუმარი და ზედამხედველი
  • თავი 17. სამი ერეს წიწაკა
  • თავი 18. ჩვენი ლიკლა ხბოს რომ მოიგებს
  • თავი 19. მარადისობის დილა. დასასრული
  • თავი 20. ლათინური
  • თავი 21. ჩინელების მოქცევა
  • თავი 22. შუბერტი
  • თავი 23. გარდარ ჰოლმის მეორედ დაბრუნება
  • თავი 24. „ტყის მეფე“
  • თავი 25. კაცი სასაფლაოზე?
  • თავი 26. ტონი
  • თავი 27. მრჩეველი
  • თავი 28. საიდუმლო მეცნიერება ბრეკუკოტში
  • თავი 29. კარგი ქორწინება
  • თავი 30. ჰაერით გარემოცული სული
  • თავი 31. იქნებ ღმერთი
  • თავი 32. პოლიტიკური კრება ფხიზელთა საზოგადოების სახლში; პარსვის საკითხი
  • თავი 33. წარმატება
  • თავი 34. გარდარ ჰოლმის მესამედ დაბრუნება
  • თავი 35. ბაფთა
  • თავი 36. საღამო საფლავზე მთავარანგელოზ გაბრიელის გამოსახულებით
  • თავი 37. ღამე ჰოტელ „დ’ისლანდში“
  • თავი 38. გალობა ტაძარში
  • თავი 39. მაღაზიის ზეიმი
  • თავი 40. ერთი ერე
  • თავი 41. დასასრული
  • სერია „ლიტერატურული ოდისეა“
  • სქოლიო