კალათა

დეტალურად

ძნელად მოიძებნება ადამიანი, ასე თუ ისე ერკვეოდეს თანამედროვე ლიტერატურაში და უილიამ ბეროუზისა და მისი „შიშველი საუზმის“ შესახებ არ სმენოდეს. რით არის ეს წიგნი ასეთი საინტერესო – არნახულად უჩვეულო შინაარსით? მისი თვითმიზნური პროვოკაციულობით? იქნებ ეს ერთგვარი პროვოკაციაა პროვოკაციისათვის? ერთიცა და მეორეც. მეოცე საუკუნე წარმოუდგენელია ბეროუზის გარეშე, ბეროუზი კი მეოცე საუკუნეში ვერ ეტევა სხვა დიდი ქრონონავტი მწერლებისა და პოეტების მსგავსად, რომლებიც თავიანთი ხედვებით საუკუნიდან საუკუნეში დააბიჯებენ: ის, რაც დრო გადის, უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ჯერ არასოდეს გინახავთ ცხოვრება ისე შიშვლად, როგორც ამ წიგნში, ისე ახლოდან, როგორც თქვენს ჩანგალზე წამოცმულ საუზმეს ხედავთ ერთი წამით ადრე, სანამ პირთან მიიტანდეთ; ჯერ არასოდეს გინახავთ ასეთი ამერიკა; ჯერ არასოდეს გინახავთ, მსოფლგანცდა ასეთი პოსტმოდერნისტული მანერით გადმოეცეს ვინმეს, როგორც ეს უილიამ ბეროუზმა წარმოგვისახა „შიშველ საუზმეში“.
  • შესავალი − წერილობითი ჩვენება: განცხადება ავადმყოფობის შესახებ
  • შენიშვნები შესავლისთვის
  • ბენვეი
  • ხოსელიტო
  • შავი ხორცი
  • მყოფო
  • ლაზარე, წადი სახლში
  • ჰასანის ხმაურიანი ოთახი
  • ინტერზონის უნივერსიტეტის კამპუსი
  • ა.ჯ.-ს ყოველწლიური წვეულება
  • ბაზარი
  • ჩვეულებრივი კაცები და ქალები
  • Islam Inc. და ინტერზონის პარტიები
  • პროვინციელი ჩინოვნიკი
  • ინტერზონა
  • გამოცდა
  • პანტოპონის ვარდი გინახავთ?
  • კოკაინის ბაღლინჯოები
  • ექსტერმინატორი კარგ საქმეს აკეთებს
  • აუცილებლობის ალგებრა
  • ჰაუსერი და ო'ბრაიენი
  • ატროფირებული შესავალი
  • სქოლიო