კალათა

დეტალურად

ზეიდი სმითის „თეთრი კბილები“ 21-ე საუკუნის უდიდეს და უმნიშვნელოვანეს რომანად აღიარებული ნაწარმოებია. იგი რამდენიმე ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს, რომელთაც ერთი შეხედვით არაფერი აერთიანებთ, ლონდონში ცხოვრების გარდა. წიგნში სხვადასხვა კულტურა, განსხვავებული რელიგიები უპირისპირდება ერთმანეთს. ემიგრანტებიცა და მკვიდრი ლონდონელებიც საკუთარი ადგილის მოპოვებას ცდილობენ და ამ ფონზე ძალიან საინტერსოდ იშლება მათი წინაპრების ისტორიები, მათი ჩახლართული გენეალოგიური ხეები, მათი „თანკბილვის პრობლემები“ და „ფესვთა არხები“. წიგნი დაწერილია საოცარი მახვილგონივრულობით, იუმორით, უდიდესი სამწერლო ოსტატობით. ტექსტში მრავლადაა ალუზიები სხვადასხვა ნაწარმოებზე, ისტორიული, თეოლოგიური და ფილოსოფიური წიაღსვლები, მეოცე და ოცდამეერთე საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოვლენები, დანახული საინტერესო მწერლის თვალით.
  • არჩი. 1974, 1945
    • თავი პირველი. არჩი ჯონსის მეორე და უცნაური ქორწინება
    • თავი მეორე. თანკბილვის პრობლემა
    • თავი მესამე. ორი ოჯახი
    • თავი მეოთხე. სამნი გზაში
    • თავი მეხუთე. ალფრედ არჩიბალდ ჯონსისა და სამად მია იკბალის ფესვთა არხები
  • სამადი. 1984, 1857
    • თავი მეექვსე. სამად იკბალის ცდუნება
    • თავი მეშვიდე. საღეჭი კბილები
    • თავი მერვე. მიტოზი
    • თავი მეცხრე. ამბოხი!
    • თავი მეათე. მანგალ პანდეს ფესვთა არხები
  • აირი. 1990, 1907
    • თავი მეთერთმეტე. აირი ჯონსის ცუდი აღზრდა
    • თავი მეთორმეტე. ეშვები – საუცხოო კბილები
    • თავი მეცამეტე. ჰორტენზია ბოუდენის ფესვთა არხები
    • თავი მეთოთხმეტე. ინგლისელებზე უფრო ინგლისელები
    • თავი მეთხუთმეტე. ჩალფენიზმი ბოუდენიზმის წინააღმდეგ
  • მაჯიდი, მილატი და მარკუსი. 1992, 1999
    • თავი მეთექვსმეტე. მაჯიდ მაჰფუზ მურშიდ მუბთასიმ იკბალის დაბრუნება
    • თავი მეჩვიდმეტე. კრიზისული საუბრები და მეთერთმეტე ჟამის ტაქტიკა
    • თავი მეთვრამეტე. ისტორიის დასასრული უკანასკნელი ადამიანის წინააღმდეგ
    • თავი მეცხრამეტე. საბოლოო დანიშნულების ადგილი
    • თავი მეოცე. თაგვებსა და მოგონებებზე
  • სქოლიო