კალათა

დეტალურად

ნინო სადღობელაშვილის შემოქმედება, ზოგადად შესანიშნავი თვალსაჩინოებაა იმისა, თუ როგორია პოეტის პროზა და პროზაიკოსის პოეზია, პროზაული ტექსტი შესანიშნავი პოეტური სახეებით მდიდრდება, ხოლო პოეზია პროზისათვის დამახასიათებელი ამბის სიმრავლით და სიუჟეტის მრავალფეროვნებით. ეს რომანიც პოეტ-პროზაიკოსს ეკუთვნის, შესაბამისად, ამბავთან და სიღრმეებთან ერთად ტექსტის პოეტურ მშვენიერებას მრავლად შეხვდებით, მაგალითად ასეთს: „ენდის ერთი უცნაურობა სჭირდა: როცა რამე სწყინდა, თმები სტკიოდა.
 ზუსტად ასე: თმები სტკიოდა. ყოველ ღერს ისე გრძნობდა, როგორც სისხლძარღვს, გრძნობდა, როგორ იზრდებოდნენ ისინი, ფუვდებოდნენ და ემატებოდათ კილოგრამები – ასი, ათასი... მერე როგორ ქაჩავდნენ ენდის თავიანთი ბოლოებიდან და, ისიც იძულებული იყო თავაწეულს ევლო, ხანდახან გიჟივით ცას მიშტერებულსაც, რადგან აღარ იცოდა, სად წაეღო თვალები. უცხოებში მისი ეს მავედრებელი პოზა ლმობიერებას ბადებდა, თანაგრძნობას, ახლობლები კი მაშინვე ხვდებოდნენ – კიდევ რაღაც მოხდა მის შტერ თავს. ამ ტკივილისგან გასათავისუფლებლად, წელიწადში რამდენჯერმე იხოტრიდა თავს. დადიოდა, როგორც უკანასკნელი ბედნიერი ადამიანი. უკანასკნელი იმიტომ, რომ ბედნიერება, ზოგადად, ენდის არაადამიანურ თვისებად მიაჩნდა. ის არსადაა და უბრალოდ ადამიანები ხანდახან ავიწებებთ ხოლმე მას – ამბობდა ენდი და ვაშლის წვენს უხვად ყლაპავდა – და თუკი რომელიმეს ცოტა დიდხანს შემოგვრჩა, ვაი მის ტყავს... სამუდამო არყოფნისთვის განწირულია.“
  • ყდა
  • თავფურცელი
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • აქ და იქ - გაორების ფილოსოფია