კალათა

დეტალურად

დებიუტანტი ავტორის თამარ სუბელიანის „მდინარეს თევზები შეჭამენ“ პოსტმოდერნული ნაწარმოებია, სადაც მოქმედება რამდენიმე სიუჟეტურ ხაზად ვითარდება თანამედროვე დროში. წიგნის მთავარი პერსონაჟი, მიწისა, წარუმატებელი მწერალია, რომელიც რომანის დაწერას ცდილობს. ნაწარმოების დასაწყისში მთავარი მოქმედი პირის ცხოვრება და შემოქმედება გამიჯნულია ერთმანეთისგან. მიწისას ცხოვრება დანახულია და წარმოჩენილია რამდენიმე პერსპექტივიდან: შიგნიდან (მიწისა თავისი წარსულის შესახებ პირველ პირში მოუთხრობს მკითხველს) და გარედან (მიწისა შესახებ ყოველისმცოდნე ავტორი წერს); ამასთანავე, მიწისა წერილებს უგზავნის საყვარელ კაცს, რითაც უარყოფს ყოველ სხვა მკითხველს, გარდა ერთისა. თანდათან მიწისას ბიოგრაფიასა და რომანს შორის ზღვარი იშლება. მიწისას გამოგონილი პერსონაჟები და სიუჟეტები ცოცხლდებიან. თბილისი გარდაიქმნება გაზღაპრებულ თბილისად, სადაც ადამიანების ბავშვობები მათგან დამოუკიდებლად ცხოვრობენ მუზეუმში.
  • მამრობითი სქესის პირის ნიშნები, ანუ ის, სხვა, სრულიად უმნიშვნელო კაცი
  • განგაშის ნიშნები, ჟირაფი (მ.თ.ნ.ს.)
  • მდედრობითი სქესის პირის ნიშნები, ესენიც საგანგაშო
  • განგაშის ნიშნები, მზე (მ.თ.ნ.ს.)
  • სიზმრები, მეორე თურმეობითში გადასაყვანად (მ.თ.ნ.ს.)
  • მდედრობითი სქესის პირის ნიშნები, გარედან
  • სიზმრები, მეორე თურმეობითში გადაყვანამდე (მ.თ.ნ.ს.)
  • მდედრობითი სქესის პირის ნიშნები, შიგნიდან
  • მეორე თურმეობითში სანახავად განწირული განგაშის ნიშნები (მ.თ.ნ.ს.)
  • მამრობითი სქესის განგაშის ნიშნები
  • მდედრობითი სქესის პირის ნიშნები, გარშემო
  • სიზმრები, რომ ვერ გაარკვევ როდის ნანახი (მ.თ.ნ.ს.)
  • მამრობითი სქესის მთავარი ნიშანი
  • სიზმრები, მეორე თურმეობითიდან გამოგლეჯილი (მ.თ.ნ.ს.)
  • სიზმრად ვერნახული ამბები (მ.თ.ნ.ს.)
  • მდედრობითი სქესის პირის აღრეული ნიშნები
  • მამრობითი სქესის პირის ერთადერთი ნიშანი
  • მეორე თურმეობითში ნანახი ქალაქი (მ.თ.ნ.ს.)
  • მამრობითი და მდედრობითი სქესის პირის ნიშნები
  • მეეზოვე
  • უსქესო პირის ნიშნები
  • გიდის მონათხრობი (მ.თ.ნ.ს.)
  • დამთვალიერებლის მონათხრობი (მ.თ.ნ.ს.)
  • უსქესო განგაშის ნიშნები