კალათა

დეტალურად

„დღეს, როცა კომფორტი და წარმატებულობა მთავარ ღირებებულებად იქცა, მკითხველს ვურჩევდი, დათმოს „თბილი ლოგინი“ და ვაჟა გიგაშვილს გაჰყვეს „ცივ ღამეში“, რომელიც, მწერლის უნიკალური ხატვის წყალობით, აწკრიალებს დაღლილ და გათხვრილ სულიერებას, როცა თითქოსდა უცხო რეალობა შენს წარმოსახვაში კი არა, არამედ ჭეშმარიტ რეალობაში შებიჯების შანსს გაძლევს, სადაც ხევსურეთისა და თუშეთის მთები, პამირისა და ტიან-შანის მთებს ეხმიანებიან, სადაც „ნადირობა ჩონ-ტაშში“ თამამად ეტოლება ტურგენევისა და ჰემინგუეის მონადირულ თხრობას, როცა თბილისური მიეთმოეთი ბუნების იდუმალების მინდიასებურ ამოცნობას ენაცვლება, სადაც სისასტიკე და სისხლი ცალთვალა ბებიის ცრემლით ირეცხება. და რაც აქამდე ვთქვი, მხოლოდ დეტალია იმ უზადო „რაღაცის“, რასაც ვაჟა გიგაშვილის სამყარო ჰქვია, თორემ „მაგრობისთვის“ ერთი პატარა შედევრიც იკმარებდა, გურამ რჩეულიშვილზე დაწერილი მოთხრობა, სადაც ძმაკაცის სიკვდილის არმიღება და მისი დაბრუნების მოლოდინი ასე შეგაყვარებს ვაჟა გიგაშვილის მწერლობას!“ (ლაშა თაბუკაშვილის წინასიტყვაობიდან)
  • დღე და ჟამი 1956-1960
    • დღე და ჟამი
    • დადოს ჩანაწერებიდან
    • ცარიელი სიბრტყე
  • მოთხრობები 1956-1961
    • ხევსურები საქობეში
    • გოგოთურისას
    • გადაარჩინა
    • შიომღვიმე, კაკბებზე
    • ნადირობა ტლაპოში
    • უღელტეხილი
    • ნადირობა ღორებზე ბელაქნის მთაში
    • კურელა
    • მოლოდინი
    • გათავებული საქმე
    • სიზმარი
  • მაქსიმთან 1962-1963
    • მაქსიმთან
    • ბელკასთან ნადირობა
    • ალი-გული („თათრული გაი“)
  • სამი ანდრეზი 1963
    • სამი ანდრეზი
  • ორშაბათი, ერთი დღე 1965
    • ორშაბათი, ერთი დღე
    • გახსენება
  • მოთხრობები ბერიკაცზე 1966
    • ბერიკაცი სამარშრუტო ტაქსში
    • მაფხაჭუნა
    • გზასაცდენილი ძაღლი
    • ნაგანიანი ბერიკაცი
  • თბილი ლოგინი და ცივი ღამე 1966
    • თბილი ლოგინი და ცივი ღამე
  • დანართი
    • ფრაგმენტი ინტერვიუდან („ლიტერატურული გაზეთი“ #100, 5-8 ივლისი 2013)
    • 1957 (ფრაგმენტი ძველი დღიურიდან)