კალათა

დეტალურად

თავისი დროის საზოგადოების უსულგულობით, ეგოიზმით გულგატეხილი მერიმე ძლიერი, მტკიცე სულის, თავისუფლებისმოყვარე ადამიანებს რატომღაც თავისი ქვეყნის გარეთ, ე.წ. ეგზოტიკურ ქვეყნებში ეძებს და პოულობს კიდეც. ამ გზით მწერალი აკრიტიკებს იმ საზოგადოებას, რაშიც თავად უხდება ცხოვრება. მისი მოთხრობების პერსონაჟთა მოქმედებები სოციალურად მოტივირებულია. მერიმე ზანგთა დესპოტი ბელადის ნაზი და უსაზღვრო სიყვარულის გვერდით აღწერს ევროპელ კოლონიზატორთა სისასტიკესა და სიხარბეს („ტამანგო“); დიდი სულიერი ენერგიის მატარებელი გლეხკაცის მტკიცე ხასიათის, ძლიერი ნებისყოფის აღწერით აშკარად მიანიშნებს ამ თვისებებს მოკლებულ მის თანამედროვე ელიტაზე („მატეო ფალკონე“); გულმართალი, უანგარო ადამიანების გვერდით მერიმე ამხელს სულით ღატაკ, მეწვრილმანე ადამიანებს („ეტრუსკული ვაზა“). „ღარიბი რომ არ ვყოფილიყავი, მეც პატიოსან ოჯახს შევქმნიდი“, ამბობს კურტიზანი ქალი „არსენ გიიოში“, რომლის გამოქვეყნებითაც მწერალმა თავისი დროის „კეთილსათნო“ ელიტის რისხვა დაიმსახურა. მერიმეს გმირები არცთუ იშვიათად ეწევიან ორმაგ ცხოვრებას. მწერალი ღრმად აღწევს ადამიანის სულიერი სამყაროს იდუმალ ლაბირინთებში და სააშკარაოზე გამოაქვს მის თანამედროვეთა გაორებული ნატურა. ამ წიგნში შეტანილ ყველა მოთხრობაში სიყვარულსა და ბოროტებას, ტრადიციასა და რეალობას, სიმდიდრესა და სიღარიბეს შორის ჭიდილია, რაც ადამიანებს დღემდე გვაღელვებს.
  • გამომცემლობისგან
  • მატეო ფალკონე
  • სანგრის აღება
  • ტამანგო
  • ეტრუსკული ვაზა
  • სულთა განსაწმენდელი
  • კარმენი
  • ცისფერი ოთახი
  • ლოკისი
  • ილელი ვენერა
  • არსენ გიიო
  • ვინ იყო პროსპერ მერიმე?
  • სქოლიო