კალათა

დეტალურად

ფრანგი კლასიკოსი, ნატურალისტური რომანის მამა ონორე დე ბალზაკი არა მხოლოდ ფრანგული, მსოფლიო ლიტერატურის მშვენებაა. 1820-1830-იან წლებში ფრანგულ რომანტიკულ ლიტერატურაში ორი ძირითადი მიმართულება იყო - პიროვნების რომანი და ისტორიული რომანი. ბალზაკმა ორივეზე უარი თქვა და შეეცადა მთელი საზოგადოების, მთელი ფრანგი ხალხის სურათი ეჩვენებინა, რაც გამოუვიდა კიდეც. ბალზაკის ლიტერატურული მოღვაწეობა დაახლოებით 1820 წლიდან დაიწყო, როდესაც სხვადასხვა ფსევდონიმით ბეჭდავდა მძაფრსიუჟეტიან რომანებს და მაღალი საზოგადოებისკენ მიმართულ ზნეობრივ „კოდექსებს“. მოგვიანებით მისი რამდენიმე ახალი რომანი გამოვიდა ორას დე სენტ-ობენის ფსევდონიმით. ანონიმური მოღვაწეობის პერიოდი დასრულდა 1829 წელს და დაიწყო მისი აღიარებისკენ მიმავალი გზა, რომელსაც საფუძველი დაუდო რომან „შაგრენის ტყავის“ გამოქვეყნებამ 1830 წელს. ამას მოჰყვა ნოველების გამოცემა თანამედროვე ფრანგული ცხოვრების შესახებ. მოგვიანებით ბალზაკმა გადაწყვიტა, ერთიანი გმირებით დაეკავშირებინა უკვე დაწერილი და მომავალი ნაწარმოებები და ისინი ერთ ეპოპეად გააერთიანა, რომელსაც მოგვიანებით „ადამიანური კომედიები“ უწოდა.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • გობსეკი
  • პოლკოვნიკი შაბერი
  • სქოლიო