კალათა

დეტალურად

XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ინგლისელი მწერალი, გილბერტ კით ჩესტერტონი, ქართველებისთვის სრულიად უცნობია. ეს არცაა გასაკვირი, რადგან მისი სოციალურ-პოლიტიკური ნაწარმოებები აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია კომუნისტურ იდეოლოგიასთან და, ბუნებრივია, ჩვენს უახლოეს წარსულში მას არავინ თარგმნიდა. განვლილ ცხოვრებაში მუდამ აზრის მაძიებელი მწერალი ორივე რომანში იმდენად საინტერესო ადამიანთა სპექტრს ეხება, რომ ნებისმიერი ინტელექტუალის გონებას დაიპყრობს. «ჩვენი შუა საუკუნეები ჯანსაღი იმიტომ იყო, რომ მათში ჭეშმარიტება იდო, დღეს კი სიცრუეში ჩავეფალით. არ ვამტკიცებ, რომ მაშინ ცოდვა ან ტანჯვა არ არსებობდა, მთავარი მაინც ის არის, რომ მათ თავის სახელებს არქმევდნენ. მუდმივად ვასალებსა და დესპოტებზე ვსაუბრობთ, მაგრამ ძალადობა და უთანასწორობა დღესაც არის და მათ ნამდვილ სახელებს ვერ ვარქმევთ, ვერ ვბედავთ. მათ დაცვას სახელების შეცვლით ვცდილობთ. მეფეს ვაღიარებთ, მაგრამ ვამბობთ, რომ მას მმართველობის უფლება არ აქვს. ლორდთა პალატა გვყავს, მაგრამ ვაღიარებთ, რომ იგი თემთა პალატის დონეზე არ დგას. როდესაც გლეხის ან მუშის გულის მოგება გვინდა, მათ ჯენტლმენებს ვუწოდებთ, ანუ ვიკონტთან ვაიგივებთ. როდესაც ვიკონტის მოხიბვლა გვინდა, იმისთვის ვაქებთ, რომ ტიტულის გარეშე ცხოვრება შეუძლია. მილიონერს მილიონებს ვუტოვებთ და უბრალოებას, უფრო ზუსტად, მოწყენილობას ვუქებთ, თითქოს ოქროს ბრწყინვალების გარდა სხვა რამ კარგიც ჰქონდეს... თანამედროვე სამყაროს ყავარჯნები იმის გამო შესთავაზეს, რომ ის უბრალოდ ხეიბარია!.. დღეს შეეშლებათ, ხვალ გამოასწორებენ, ვერავინ ვერაფერს შეამჩნევს, მარჯვნიდან ან მარცხნიდან დაამატებენ და ყველაფერი რაღაცნაირად ძლებს, მაგრამ მას უკან დასაბრუნებელი გზა მოჭრილი აქვს. თქვენთვის ის გმირია, სხვებისთვის – ტირანი. არისტოკრატიას სწორედ ის აცოცხლებს, რომ ტირანი ტირანად არ ეჩვენებათ და არ ეჩვენებოდათ. სახლს ძარცვავდა, მიწას ართმევდა, მაგრამ ამას არა ხმლით, არამედ პარლამენტის დადგენილების საფუძველზე აკეთებდა. გაძარცვულ ადამიანს რევმატიზმზე ეკითხებოდა. არადა, კარგი სახელმწიფო მოხელე ის არის, ვინც ზუსტად იცის სხვათა სურვილები... მთავარი მაინც ღირსებაა, ხოლო სიმართლე უნდა იპოვო, დაინახო და შეიყვარო!» – წერს ერთგან მწერალი და ცდილობს, ჩვენს უამრავ კითხვაზე პასუხი გვაპოვნინოს. მათ შორის: რა ხდება, როცა ადამიანებს ცვლილებები სურთ? კვდება თუ არა რომანტიკა? არის კი შესაძლებელი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ერთიანობა? და სხვა.
  • გამომცემლობისგან
  • დონ კიხოტის დაბრუნება
    • 1. ნაძირალა კასტაში
    • 2. საშიში კაცი
    • 3. ბიბლიოთეკის კიბე
    • 4. ჯონ ბრეინტრის პირველი გამოცდა
    • 5. ჯონ ბრეინტრის მეორე გამოცდა
    • 6. მარელი საღებავებზე მიდის
    • 7. ტრუბადური ბლონდელი
    • 8. მაიმუნის ფათერაკები
    • 9. ძველი კების საიდუმლო
    • 10. ექიმები ვერ თანხმდებიან
    • 11. ბიბლიოთეკარის სიგიჟე
    • 12. სახელმწიფო მოხელე და საზაფხულო სახლი
    • 13. ვიქტორიანელი და ისარი
    • 14. მოგზაური რაინდის დაბრუნება
    • 15. გზაგასაყარი
    • 16. სამეფო სასამართლო
    • 17. დონ კიხოტის უარყოფა
    • 18. სივუდის სააბატოს საიდუმლო
    • 19. დონ კიხოტის დაბრუნება
  • გადამფრენი დუქანი
    • 1. ქადაგება დუქნებზე
    • 2. ზეთისხილის კუნძულის აღსასრული
    • 3. წარწერა «ბებერი გემი»
    • 5. გაოცებული მოურავი
    • 6. ხვრელი ზეცაში
    • 7. უბრალო სულთა საზოგადოება
    • 8. Vox populi Vox Dei
    • 9. უმაღლესი კრიტიკა და მისტერ ჰიბსი
    • 10. კვუდლის ჩვევები
    • 11. ვეგეტარიანელობა სასტუმრო ოთახში
    • 12. ვეგეტარიანელობა ტყეში
    • 13. გვირაბთან ბრძოლა
    • 14. არსება, რომელიც ყველას ავიწყდება
    • 15. ავტომოყვარულთა კლუბის სიმღერები
    • 16. დორიანის სულის შვიდი მდგომარეობა
    • 17. პოეტი პარლამენტში
    • 18. თვითმმართველობა მშვიდობისმოყვარეში
    • 19. სტუმართმოყვარე კაპიტანი
    • 20. თურქი და ფუტურისტები
    • 21. შემოვლითი გზა
    • 22. მისტერ კრუკის მედიკამენტები
    • 23. ლაშქრობა აივივუდზე
    • 24. ლედი ჯოანის გამოცანები
    • 25. ზეკაცი ნაპოვნია
  • ვინ იყო გილბერტ კით ჩესტერტონი?
  • სქოლიო