კალათა

დეტალურად

ჯონ აპდაიკის მოთხრობების კრებული „მამაჩემის ცრემლები“, რომელიც 2009 წელს, მწერლის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა, აერთიანებს ფაქიზად შერჩეულ ტექსტებს, რომელთა დიდ ნაწილში მწერალი კვლავ უბრუნდება ბავშვობის საყვარელ ადგილებს, აწ უკვე ასაკოვანი ადამიანის ხედვით. მისთვის დამახასიათებელი მახვილგონივრული დაკვირვებებითა და მგრძნობიარე ნიუანსებით, აპდაიკი ახალ ათასწლეულში შექმნილ ამ მოთხრობებში კვლავაც უზადო მთხრობელია, და მკითხველს მეხსიერების, წარმოსახვისა და ჭვრეტის ბრწყინვალე ნაზავს სთავაზობს.
  • მაროკო
  • პირადი არქეოლოგია
  • თავისუფალი
  • გასეირნება ელიზენთან ერთად
  • მფარველები
  • ღმერთების სიცილი
  • რელიგიური განცდების ნაირსახეობანი
  • მეორე ქორწინების ესპანური პრელუდია
  • ფაქიზი ცოლები
  • სამყაროს აჩქარებადი გაფართოება
  • გერმანულის გაკვეთილები
  • გზა შინისაკენ
  • მამაჩემის ცრემლები
  • Kinderszenen
  • გამოცხადება
  • ლურჯი სინათლე
  • გათიშვა
  • სავსე ჭიქა