კალათა

დეტალურად

დედამიწის სამხრეთ პოლუსის დამპყრობლის - კაპიტანი სკოტის ისტორია. დაკვირვებული თვალი ამ მოთხრობაშიც იოლად შენიშნავს ცვაიგის დამახასიათებელ ტენდენციას: ავტორი გმირს ანიჭებს მეტისმეტად დიდ ფუნქციას, ხოლო ცალკეულ მომენტს, შემთხვევას თუ „დიად წამს“ „ისეთ გადამწყვეტ როლს, რომ ბედისწერის ეტლის შემობრუნება გეგონებათ. ეპოქის ფონს მის გმირთა ძალუმი სილუეტები ჩრდილავენ და ესაა ცვაიგის ხელოვნების ერთი უკიდურესობა. მაგელანი, სკოტი, ბალბოა და სხვა მსგავსი რკინის ხასიათები ცვაიგისათვის პროგრესის ეკლიან გზაზე დამდგარი უდრეკი რაინდები არიან, რომლებიც არღვევენ ნორმებს, ტრადიციას, მეშჩანურ ერთფეროვნებას და თავიანთი კადნიერი შემართებით აოცებენ კაცობრიობას. ისინი სხვადასხვა გზით მიდიან, მაგრამ ერთ საქმეს აკეთებენ. ეს სამყაროს ხუროთმოძღვრები, დაუსაბამო ოკეანეთა ეს ჯიუტი დამპყრობლები რომ არ ყოფილიყვნენ, ადამიანთა მოდგმა კიდევ დიდხანს ივლიდა ტაატით, მეცნიერების წინსვლა შეფერხდებოდა ალბათ კიდევ ასეული წლობით.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • ბრძოლა სამხრეთ პოლუსისათვის
    • ბრძოლა მიწისათვის
    • სკოტი
    • ანტარქტიკული უნივერსიტეტი
    • ლაშქრობა პოლუსისაკენ
    • სამხრეთ პოლუსი
    • თექვსმეტი იანვარი
    • დაღუპვა
    • მომაკვდავის წერილები
    • პასუხი
  • პირველი სიტყვა ოკეანის მიღმიდან
    • ახალი რიტმი
    • სამზადისი
    • პირველი გასვლა ზღვაში
    • მარცხი
    • ისევ მარცხი
    • მესამე ცურვა
    • დიდი ქებათა ქება
    • მოწამეობრივი ტანჯვა
    • ექვსწლიანი დუმილი
  • სქოლიო