კალათა

დეტალურად

დამხმარე სახელმძღვანელო ფერმერთათვის. დედა ფუტკრების გამოყვანა და ფუტკრის რძის წარმოება მეფუტკრეობის ერთ-ერთი შემოსავლიანი და საინტერესო განხრაა. ეს მიმართულება მეფუტკრისაგან მოითხოვს მაღალ კვალიფიკაციას, საფუტკრეში მუდმივ ყოფნას და საკმაოდ დიდ მატერიალურ და შრომითს დანახარჯებს. ამიტომ ის მეფუტკრეები, რომლებიც აპირებენ სამრეწველო მიზნით აწარმოონ დედები ან ფუტკრის რძე, კარგად უნდა დაფიქრდნენ და შეარჩიონ ადგილობრივ პირობებს მორგებული რაციონალური ტექნოლოგია. რაც შეეხება ფუტკრის რძეს, მასზე მოთხოვნა საქართველოში ყოველწლიურად იზრდება, რაც განპირობებულია იმ არაჩვეულებრივი შედეგებით, რომლებიც მის გამოყენებას ახლავს სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის დროს. ამჟამად ფუტკრის რძე მიჩნეულია ნომერ პირველ ბიოსტიმულატორად. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შევეცდებით დავასაბუთოთ განაყოფიერებული ფუტკრის დედებისა და ფუტკრის რძის წარმოების რენტაბელურობა. ქვემოთ განხილული იქნება ის მეთოდები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, ფუტკრის ოჯახის დაუობლებლად და მეფუტკრეობის სხვა პროდუქციის შეუმცირებლად, ფუტკრის ოჯახისაგან დამატებით მივიღოთ ფუტკრის რძე.
  • შესავალი
    • ფუტკრის რძე
    • ქართული დედა ფუტკრები
  • 1. ფუტკრის რძისა და განაყოფიერებული დედა ფუტკრების წარმოება
    • 1.1. ფუტკრის რძისა და დედა ფუტკრების მიღების სამოყვარულო მეთოდი
    • 1.2. ფუტკრის რძისა და მწიფე სადედეების სამრეწველო წარმოება
    • 1.2.1. სადედე ჯამების წარმოება და შერჩევა
    • 1.2.2. სადედეჯამებიანი სამყნობი ჩარჩოს გამზადება
    • 1.2.3. სამყნობი ჩარჩოს და ჯამების გაცნობაშეგუება
    • 1.2.4. ფუმფლის ფითხით მყნობა
    • 1.2.5. აღმზრდელი ოჯახები
    • 1.2.6. აღმზრდელი ოჯახების კვება
    • 1.2.7. სტარტერები
    • 1.3. ფინიშორები
    • 1.3.1. ვერტიკალური ფინიშორები
    • 1.3.2. ჰორიზონტალური ფინიშორები
    • 1.3.3 დამყნობილი სადედეჯამებიანი ჩარჩოების ამოღების დრო და რძის ამოღება-შენახვა.
  • 2. განაყოფიერებული დედა ფუტკრების მიღება
    • 2.1. სანუკლეუსე პარკი. ნუკლეუსების ტიპები
    • 2.2. ნუკლეუსების დასახლება ბარტყიანი ჩარჩოებით
    • 2.3. უბარტყო ნუკლეუსების დასახლება
    • 2.4 ნუკლეუსების კვება
    • 2.5. განაყოფიერებული დედა ფუტკრის ამოყვანა ნუკლეუსებიდან
    • 2.6. დედა ფუტკრების დანიშვნა
    • 2.7. ნუკლეუსების რემონტი
    • 2.8. ნუკლეუსებისთვის ახალი პარტია მწიფე სადედეების მიცემა
  • 3. დედის შეცვლა სადედე ნუკლეუსებში განაყოფიერებული დედა ფუტკრების მასობრივი წარმოების დროს
    • 3.1. მწიფე სადედეების მიცემა
    • 3.2. მწიფე სადედის მიცემა “სადედის პროტექტორის” ან “ზამბარების” მეშვეობით
    • 3.3. ახალგამოსული დედების მიცემა ტიტოვის გალიით
    • 3.4. ახლად გამოსული დედების მიცემა ნუკლეუსში საფრენიდან
    • 3.5. ახლად გამოსული, წინასწარ დასველებული დედა ფუტკრების მიცემა ნუკლეუსში საფრენიდან
    • 3.6. გაუნაყოფიერებელი დედა ფუტკრის მიცემა ფიჭაზე
    • 3.7. გაუნაყოფიერებელი დედა ფუტკრის მიცემა ნუკლეუსში სპირტის გამოყენებით
    • 3.8. გაუნაყოფიერებელი დედა ფუტკრის მიცემა ნუკლეუსებში ხელოვნური სადედეების მეშვეობით
    • 3.9. ნუკლეუსებში დედა ფუტკრების მიცემა ქაღალდის ჭიქებით (ტარანოვის მეთოდი)
    • 3.10. რაზმაძის მეთოდი
    • 3.11. ნუკლეუსებში კვერცხმდები დედა ფუტკრის შეცვლა გაუნაყოფიერებელი დედით (სინთეზური ფერომონების მეშვეობით)
  • შესაძლო აღნიშვნების განმარტება
  • გამოყენებული ლიტერატურა