ეს ფანტასმაგორიული თუ სიურეალისტური ტექსტები მკითხველს ლიტერატურის მთავარ ხიბლს შეახსენებს: მხატვრული გამონაგონის შთამბეჭდაობას და შეუძლებლის შესაძლებლად ქცევის ილუზიას. ყველაფერი კი ისეთი სატირითა და იუმორითაა გაჯერებული, პაროდირების რეგისტრიც ისეთია, რომ ამ „გამოგონების“ მთავარ მონაწილედ, ან უფრო მეტი გამომგონებლადაც კი, – თვით მკითხველია პატივდებული და ეს უკანასკნელიც ძალდაუტანებლად, თვითმყოფადი იმპროვიზაციით ერთვება ამ თავშესაქცევ, თავბრუდამხვევ თამაშში...
- კორეული სანდლები
- სადა ხარ, ჩემო გულიკო?
- მამაო
- სავსემთვარობა
- კაკლის მაშო
- ზღვის სუპი
- მოგზაურობა მეტროთი