კალათა

დეტალურად

ზოგადად, არსებობს ორი ტიპის შემოქმედი: პირველი, რომელიც ღმერთს უბამს მხარს მის ღვთაებრივ თამაშებში – გაამრავლოს სამყაროს „დრამატულ-პათოსური“ ფორმები. ასეთი შემოქმედი გვერდში უდგას უფალს და მხარს უბამს მას სამყაროს გავრცობის ამ დარეკილ ჟინში – ღვთაებრივ კაპრიზებს უმრავლებს. ასეთი მხატვრის იდეალია პიკასო – უფლის უშრეტი ფანტაზიების ღირსეული და ნიჭიერი გამგრძელებელი. მეორე ტიპის მხატვარი კი ისრაელის მოდგმიდანაა – ის, ვინც ღმერთს კრიჭაში უდგება და სრულიად „უსინდისო“, „უკმეხი“ და „ამორალური“ კითხვა-გამოწვევებით აბეზრებს თავს, მოკლედ, ეჭიდავება და აბსურდულ ხაფანგებს უგებს ამ ყოვლად ნაქებ „ყოვლისმპყრობელ-ყოვლისშემძლეს“. ასეთ მხატვარს ყოველი თავისი გამოწვევა და ყოველი ჭიდილი უფალთან, რასაკვირველია, წინასწარ აქვს წაგებული, მაგრამ ღმერთი მას ამ ბრძოლების ჯილდოდ სახელს ანიჭებს: „ისრაელი“ უფალთან ნაჭიდავებს, ნაბრძოლს ნიშნავს და ეს კეთილშობილი სულისათვის უკვე სრულიად საკმარისი საზღაურია.
  • შესავლის ნაცვლად. წეროს მოტანილი და ქარს გატანებული მანიფესტი
  • სოციალური სივრცის მიმიკრია
    • ფრთები, ანგორა და კრემაციის ორი სივრცე: რატომ დგას ფრთებდაჭრილობის სუნი ევროპულ ჰაერში
    • დამნაშავეები არსად მეგულება – ირგვლივ მხოლოდ მსხვერპლია
    • თავი პირველი
      • ძირეული ირაციონალური ლტოლვა (და მისი სუბლიმაციები)
    • თავი მეორე
      • ძირეული ირაციონალური ლტოლვა და მისი ქართული სოციალური სამოსი
    • ინცესტი და ქართული საზოგადოება: ინდივიდში „გაბრწყინებული“ კულტურული კატასტროფის მიზეზები
      • თავი პირველი. პოლიტიკა
      • სოციალური ჭრილობები და მათი ტკივილები
    • თავი მეორე
      • სადღეგრძელო და ინცესტი
      • საზოგადოების რეგულირების წარსული მექანიზმები
      • ენა და მისი დაკაბალება
    • თხის ისტორია და მხატვრული შემოქმედების პერსპექტივა
    • დასავლეთი დასავლეთის თვალით (საუბრის ჩანაწერი)
    • მუსიკა და მისი პერსპექტივის ინტუიცია
  • კულტურული ნიშნების წაკითხვის შესაძლებლობები ფილმში
    • ჯასტინი. სამყაროში დაბრუნებული სასწაული (ლარს ფონ ტრიერის „მელანქოლია“)
    • თავშესაქცევი თამაშები, ანუ ხელოვნური სამოთხის კატასტროფა
    • შავი ხვრელები და განვითარებადი ქვეყნების ცნობიერების ჰორიზონტი (მიშა ხუნდაძე / გია ეძგვერაძე)
    • ფრთხილად, ანგელოზია! რეკვიემი ცივილიზაციისთვის (მიხაელ ჰანეკეს „ბენის ვიდეო“)
  • ვიზუალური ხელოვნების ახალი სივრცეები
    • გლუვი ტრაკი – კულტურულ-შემოქმედებითი ნიშნების და მათი კავშირების ეკონომია
    • პირიქითი ალქიმია: მგზნებარე აზროვნების გარდასახვა ოქროს ჭორიკანა აჩრდილებად
      • ინტელექტი, გონება და ჰეროიკული მოდერნიზმი
      • აღიარება და ლეგიტიმაცია
      • უცნობი მომავალი
      • გრანდიოზული იდეების ხვედრი
      • მემარცხენე შემოქმედება ჰუმანიზმის სამსახურში
    • თანამედროვე სამხატვრო აკადემია: მისი მახასიათებლები, ატმოსფერო და მისწრაფებები
  • სუბიექტური აზროვნების კულუარებში
    • ეკოფსიქოდრამის სახე „ჭეშმარიტების“ ჭრილში
    • ეროტიკული, როგორც პერვერსია და პორნოგრაფია
      • ძირეულ ეგზისტენციალურ ცნებებში ენერგეტიკულად შეღწევის პრაქტიკა
      • სიმბოლურის ორგია
      • ტრანსგრესია
    • იყო და არა იყო რა – იყო ერთხელ საუბარი
    • მისი (ქალის) და ჩვენი (კაცის) წარსული და მომავალი
  • სქოლიო