კალათა

დეტალურად

გიორგი მაისურაძის მორიგ კრებულში „მართლმადიდებლური ეთიკა და არათავისუფლების სული“ შესულია რადიო „თავისუფლებისთვის“ სხვადასხვა დროს დაწერილი ტექსტები, რომლებიც ავტორმა ამ გამოცემისთვის საგანგებოდ განავრცო და გადაამუშავა. „კითხვის პროცესში, შესაძლოა, წიგნში თავმოყრილი ტექსტები ჩვენს რეალობაში გამეფებული ფობიების, ტაბუების თუ ნევროზების ერთგვარ კალეიდოსკოპად წარმოგიდგეთ – პირდაპირ და უკომპრომისო დისკუსიად ისეთ მგრძნობიარე და „უხერხულ“ თემებზე, როგორებიცაა, მაგალითად, ნაციონალისტური მითები, რელიგიური ობსკურანტიზმი, პატრიარქის კულტი, სტალინიზმის და მართლმადიდებლობის ურთიერთმიმართება, ჰომოფობია თუ არმენოფობია. მაგრამ წიგნის დამთავრების შემდეგ ეს „კალეიდოსკოპი“ გაერთიანდება და საქართველოში ბოლო ათწლეულების განმავლობაში არსებული კულტურული, პოლიტიკური, იდეოლოგიური თუ სოციალური გარემოს ერთ მთლიან სურათს შექმნის; სურათს, რომელიც, გიორგი მაისურაძის თანახმად, „არათავისუფლების სულით“ სუნთქავს“.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • წინასიტყვაობა
  • 9 აპრილის პარადიგმა
  • ზვიად გამსახურდიას აპოთეოზი
  • ოხლოკრატია
  • აგრესიულად მორწმუნე უმრავლესობა
  • ლეგენდა დიდ ინკვიზიტორზე
  • მართლმადიდებლური „ეთიკა“ და არათავისუფლების სული
  • 17 მაისი
  • ბოროტების ბანალურობა
  • „ჰომოსექსუალისტების“ შეთქმულება
  • „მხეცის ნიშანი“ და სიმხეცის მნიშვნელობა
  • სისტემა, რომელიც უნდა დაინგრეს
  • შიმშილის „მეტაფიზიკა“
  • დეკადანსი
  • ინტელექტუალები და ძალაუფლება
  • რობერტ სტურუას ბენეფისი
  • არმენოფობია
  • მუზა და მიშა
  • აგვისტოს ომი არ მომხდარა
  • რატომ ა(ღა)რ არსებობს ქართული კულტურა?
  • „ჩვენი დონისათვის“