კალათა

დეტალურად

მსოფლიო მზაკვრობის ისტორია

ხორხე ლუის ბორხესი

გამომცემლობა ინტელექტი

მთარგმნელი ნინო ფიფია

ესეისტიკა

თარგმანი ესპანურიდან

„მსოფლიო მზაკვრობის ისტორია" – რატომ მზაკვრობა? – ადამიანის ბესტიალური ბუნების ერთ-ერთი დამახასიათებელი ვნება, რომლის გარეშეც, „საბედისწერო ადამიანებს“ არ ძალუძთ ცხოვრება. მზაკვრობა ქმნის ისტორიებს, ბადებს ვნებათაღელვას და უბიძგებს ადამიანებს ბოლომდე განიცადონ და შეიგრძნონ ყოფის გემო, თუნდაც თავის ყველაზე სასტიკ და ნეგატიურ გამოვლინებაში. სწორედ ხორხე ლუის ბორხესის ეს წიგნი მოგვითხრობს ამგვარ მღელვარე და ალეგორიულ-მითოლოგიური მოტივებით გაჯერებულ სიუჟეტებს: დაწყებული შუააზიური უდაბნოს მტვრიანი ისტორიებითა და ვნებამორეული შაჰრაზადის ღამეული ზღაპრებით, დამთავრებული ველური დასავლეთის კოვბოური ცხოვრებითა და თანამედროვე ნიუ-იორკული ანდერგრაუნდულ-განგსტერული ამბებით. ამ ფრაგმენტული ისტორიების საშუალებით ჩვენ თვალწინ ცოცხლდება ამაღელვებელი, სათავგადასავლო, არაკული და მისტერიული ამბები, განვითარებული სხვადასხვა ეპოქისა და ხალხის წიაღში, ან მხოლოდ მითის დონეზე არსებული, მაგრამ მითიც ხომ სამყაროს აღქმის, მასში ორიენტირებისა და გამორკვევის საშუალებაა.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • სასტიკი მხსნელი ლასარუს მორელი
  • უბადლო მატყუარა ტომ კასტრო
  • ჩინგის ქვრივი, მეკობრე
  • უსამართლობათა შემოქმედი მონკ ისთმენი
  • გულგრილი მკვლელი ბილ ჰარიგანი
  • ცერემონიათა წინდაუხედავი ოსტატი კოტსუკე-ნო-სუკე
  • ნიღბიანი მღებავი ჰაქიმი მერვიდან
  • კაცი ვარდისფერი შესახვევიდან
  • “Et Cetera”. თეოლოგი საიქიოში
  • ქანდაკებების პალატა
  • ამბავი ორი კაცისა, რომელთაც ესიზმრათ
  • შეყოვნებული გრძნეული
  • მელნის სარკე
  • მუჰამედის ორეული
  • კეთილშობილი მტერი
  • მეცნიერებაში სიზუსტის შესახებ
  • სქოლიო