კალათა

დეტალურად

ისტორიის უდიდესი ბრძოლები

ნაიჯელ ქოთორნი

გამომცემლობა კლიო

მთარგმნელი გურამ აბაშიძე

ისტორია

თარგმანი ინგლისურიდან

ისტორიის საკვანძო მომენტები უდიდეს ბრძოლებთანაა დაკავშირებული. ასეთი ბრძოლები იმართება იმ დროს და იმ ადგილებში, სადაც კულტურებისა და იდეოლოგიების შეჯახება ხდება. ჩვ.წ.აღ-მდე 490 წლის მარათონის ბრძოლამ გვიჩვენა, რომ ბერძნულ ცივილიზაციას ჩამოყალიბების პროცესშივე შესწევდა აღმოსავლური ძალის მოგერიების უნარი; სამაგიეროდ, ჩვ.წ.აღ-მდე 334 წელს გამართული გრანიკუსის ბრძოლა იმის მანიშნებელი იყო, რომ დიდი აღმოსავლური იმპერიის ბედის ბორბალი მისთვის უკუღმა ტრიალს იწყებდა. ეს იყო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის იმ ჭიდილის დასაწყისი, რომელიც მთელ შემდგომ ისტორიას გასდევს და დღემდე გრძელდება. ზოგიერთი ბრძოლა უდიდესმა მხედართმთავრებმა მოიგეს. ალექსანდრე დიდის, იულიუს კეისრის, მარლბოროს, ვულფის, ნაპოლეონის, ვაშინგტონის, გრანტისა და სხვა გამარჯვებულთა სახელები ექოსავით გასდევს საუკუნეებს. ზოგიერთი ბრძოლის შედეგი კი ახალმა ტექნოლოგიებმა განაპირობა. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ამ წიგნში აღწერილი ყველა ბრძოლა ისტორიისათვის გადამწყვეტი იყო. რომელიმე მათგანი სხვა შედეგით რომ დამთავრებულიყო, დღეს მსოფლიო სრულიად განსხვავებული იქნებოდა. და ვერც ერთი მათგანის შედეგს წინასწარ ვერავინ განჭვრეტდა.
  • შესავალი
  • მარათონი. ჩვ.წ.აღ-მდე 490 – ბერძნები ამარცხებენ სპარსეთს
  • გრანიკუსი. ჩვ.წ.აღ-მდე 334 – ალექსანდრე იმპერიას აშენებს
  • კანე. ჩვ.წ.აღ-მდე 216 – მწარე გაკვეთილი რომისთვის
  • ალეზია. ჩვ.წ.აღ-მდე 52 – კეისარი ამარცხებს გალიას
  • ტევტობურგის ტყე. ჩვ.წ.აღ-მდე 9 – რომაელი არწივების შეპყრობა
  • იერუსალიმი. ჩვ.წ.აღ-ით 70 – ტაძრის დაცვა
  • შალონ-სიურ-მარნი. ჩვ.წ.აღ-ით 451 – ატილა ჰუნის დამარცხება
  • ტური. 732 – ისლამის ლაშქრობის შეჩერება
  • ჰასტინგსი. 1066 – ანგლო-საქსური ინგლისის დასასრული
  • კრესი. 1346 – ევროპაში ინგლისის გაბატონება
  • აზენკური. 1415 – ინგლისური მშვილდის გამარჯვება
  • კონსტანტინოპოლი. 1453 – ბიზანტიის იმპერიის დასასრული
  • ბოსუორთი. 1485 – ტიუდორთა ხანის დასაწყისი
  • ლეპანტო. 1571 – თურქული ფლოტის განადგურება
  • ბლენჰაიმი. 1704 – ბრიტანული არმია ევროპის კონტინენტზე
  • კალოდენი. 1746 – იაკობელთა განადგურება
  • პლესი. 1757 – ბრიტანული ინდოეთის დაარსება
  • კვებეკი. 1759 – კანადის ბედის გადაწყვეტა
  • იორკტაუნი. 1781 – შეერთებული შტატები დამოუკიდებლობას აღწევს
  • ტრაფალგარი. 1805 – ნაპოლეონის მარცხი ზღვაზე
  • აუსტერლიცი. 1805 – ნაპოლეონი ევროპას იპყრობს
  • მოსკოვი. 1812 – ნაპოლეონის უკან დახევა რუსული ზამთრის პირობებში
  • ვატერლოო. 1815 – „ბეწვის ხიდზე“
  • სევასტოპოლი. 1854-55 – ყირიმის ომის დამაგვირგვინებელი ალყა
  • გეტისბერგი. 1863 – კავშირის დაწინაურება
  • ვიკსბურგი. 1863 – გარდატეხა აშშ-ის სამოქალაქო ომში
  • კუტ-ალ-ამარა. 1916 – ბრიტანელთა კატასტროფა
  • ბაღდადი. 1917 – ოტომანთა დაღუპვის მაუწყებელი ზარი
  • კამბრე. 1917 – პირველი მასობრივი სატანკო შეტევა
  • დიუნკერკი. 1940 – პატარა გემების ნამოქმედარი საოცრება
  • ტობრუკი. 1941 – „უდაბნოს ვირთხები“ რომმელს ქედს არ უხრიან
  • კრეტა. 1941 – გერმანელთა დესანტის გამარჯვება
  • ალამეინი. 1942 – შემობრუნება ჩრდილოეთ აფრიკაში
  • სტალინგრადი. 1942-43 – ჯოჯოხეთი აღმოსავლეთ ფრონტზე
  • კურსკი. 1943 – უდიდესი სატანკო შეტაკება
  • კოჰიმა და იმფალი. 1944 – მეთოთხმეტე არმიამ ხაზი შეინარჩუნა
  • D-Day. 1944 – ევროპის გათავისუფლება
  • ივო ძიმა. 1945 – იაპონური კუნძულოვანი ციხესიმაგრე
  • ბერლინი. 1945 – მესამე რაიხის დაცემა
  • დიენ-ბიენ-ფუ. 1954 – ფრანგების მარცხი