კალათა

დეტალურად

პრაქტიკული რჩევები აუტისტური ბავშვების მშობლებს

ირის იოჰანსონი

გამომცემლობა აწმყო

საზოგადოება

1945 წელს შვედეთში დაბადებულ ირის იოჰანსონს სადღეისოდ აუტიზმის უმძიმეს ფორმას დაუდგენდნენ. მაგრამ საკუთარი უძლიერესი ნებისა და მამის არაჩვეულებრივად სწორი მოპყრობის წყალობით მან მოახერხა პრობლემების დაძლევა. დღესდღეობით იგი ცნობილი ექსპერტია კომუნიკაციის სფეროში და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში (შვედეთი, ნორვეგია, გერმანია, იტალია, ლიტვა, ესტონეთი, ალბანეთი, რუსეთი) ასწავლის სოციალურ მუშაკებს, რომელნიც ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებთან, ფსიქოტურ პაციენტებთან მუშაობენ. იგი ასევე უწევს კონსულტაციებს სამკურნალო პედაგოგიურ დაწესებულებებს, მუშაობს აუტისტური ბავშვების მშობლებთან. ირის იოჰანსონს ეკუთვნის რამდენიმე ავტობიოგრაფიული ნაშრომი, აგრეთვე წიგნები კომუნიკაციის შესახებ. მას არაერთი ინტერვიუ აქვს მიცემული აუტიზმისა და ურთიერთობის ხელოვნების შესახებ. წინამდებარე ბროშურაში გთავაზობთ ირის იოჰანსონის წიგნის „სხვაგვარი ბავშვობა. ჩემი გზა აუტიზმიდან“ ბოლო თავის ქართულ თარგმანს. აქ ავტორი პასუხობს აუტისტური ბავშვების მშობლების მიერ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს. ამ პასუხებიდან შეგვიძლია ჩავწვდეთ ამგვარი ბავშვების ბუნებას, ასე ვთქვათ, შიგნიდან დავინახოთ მათი მდგომარეობა, გავუგოთ მათ და ვიხელმძღვანელოთ ამით მათთან ურთიერთობისას. ირის იოჰანსონის კონკრეტული და პრაქტიკული რჩევები სასარგებლოა არა მარტო აუტისტური, არამედ ნებისმიერი ბავშვის მშობლებისათვის.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • წინასიტყვაობა
  • კითხვები აუტიზმის შესახებ, რომლებსაც ხშირად მისვამენ