კალათა

დეტალურად

ფრიც რიმანი (1902-1979) გამოჩენილი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ფილოსოფოსი. წიგნში „სიყვარულის უნარი“ ავტორი თავის თვალსაზრისს გამოთქვამს იმ სიყვარულზე, რომლითაც მთელი ჩვენი ცხოვრებაა გამსჭვალული. რიმანი პოპულარული ენით გვესაუბრება სიყვარულის, ამ უნარის აღზრდისა და განვითარების პირობებზე. მის აუცილებლობაზე ნებისმიერი ჩვენგანისათვის. ავტორი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადრეული ბავშვობის პერიოდს, როდესაც ხდება სიყვარულის უნარის ჩასახვა და განვითარება; ეს პროცესი კი იმაზეა დამოკიდებული, რა პრინციპებით ხელმძღვანელობენ მშობლები ბავშვის აღზრდის დროს, და რა გარემოში უხდება მას ცხოვრება ადრეულ ბავშვობაში. რიმანი აღწერს სიყვარულის მრავალ სახეობას, რომელთა შორის უმთავრესია მშობლების, შვილის, სამშობლოს, საერთოდ ადამიანის და ღმერთის სიყვარული. საკუთარი „მე“-ს გადალახვისა და გარესამყაროსკენ ლტოლვა, საკუთარი ეგოიზმის დაძლევა და მოყვასის სიყვარულის უნარი ის თვისებებია, ადამიანს პიროვნებად რომ აქცევს. ავტორის მაღალზნეობრივი პრინციპები და მეცნიერული თვალსაზრისი. ვფიქრობთ, ყველა ადამიანმა უნდა გაიზიაროს, ამიტომ, სასურველია, ეს წიგნი ყველამ წაიკითხოს.
  • წინათქმა
  • სიყვარულის უნარი
  • მშობლების სიყვარული
  • სექსუალობა და სიყვარული
  • სიყვარული და პასუხისმგებლობა – უპირობო სიყვარული
  • პრეტენზიული სიყვარული
  • კომპლექსური სიყვარული
  • სიყვარულის ძიებაში
  • გაუზიარებელი სიყვარული
  • შიში, რომელიც სიყვარულს ამუხრუჭებს