კალათა

დეტალურად

სახელმწიფო აქტიურად ცდილობს განათლების სისტემაში რეფორმების გატარებას, თუმცა მშობლები ჯერ კიდევ ბევრ პრობლემას აწყდებიან სკოლებში. სკოლაში შედის უამრავი ნიჭიერი ბავშვი, მაგრამ მათი უმრავლესობა თავიანთი მონაცემების შესაბამისად ვერ ვითარდება. ხშირ შემთხვევაში ამის მიზეზი ადრეულ და სკოლამდელ ასაკში აღზრდაში დაშვებული შეცდომებია. როგორ მოვიქცეთ, რომ ბავშვი მისივე უნარების შესაბამისად განვითარდეს? სამწუხაროდ, ამისთვის არ არსებობს მზა რეცეპტი. დედის და პედაგოგის გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ცხოვრებისეული, ყოფითი სიტუაციებიდან გამომდინარე, ადვილად შეიძლება ბავშვის ლოგიკური აზროვნების და მეხსიერების განვითარება. მთავარია, სწორად გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა. ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებში თამაშ-თამაშით არამარტო მუსიკისა და წიგნისადმი სიყვარულის გაღვივება შეიძლება, არამედ მარჯვე ხელების განვითარებაც, მათემატიკის სასიამოვნო გონებრივ ვარჯიშად გადაქცევა, სწავლასთან დაკავშირებული სიძნელეების აღმოფხვრა, უცხო ენების შესწავლაც და ბევრი სხვა რამ.
  • წინათქმა
  • ვინ უნდა გაზარდოს ბავშვი და როგორი ბავშვია ნიჭიერი
  • სამყაროს აღქმა მუსიკით და წიგნებით იწყება
  • მე უკვე დიდი ვარ
  • მეგობრობა ღრმავდება
  • მთლად მე მეკუთვნის ქვეყანა
  • ფიქრის და განსჯის საწყისები
  • ჯანმრთელი სხეული - ჯანმრთელი სულის მეშვეობით
  • მარჯვე ხელები და მათემატიკა
  • აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს
  • როგორი სკოლა და მასწავლებელია კარგი
  • ასწავლეთ, თუ როგორ ისწავლოს
  • ბიჭუნები მომავალი მამაკაცები არიან
  • არითმეტიკა მათემატიკის მეფეა
  • ჩვენ მართკუთხედების სამყაროში ვცხოვრობთ
  • როდის მთავრდება აღზრდა