სერიის – „ბიზნესის გენია“ – ამ ტომში მოთხრობილია უოლტ დისნეის შესახებ. მსოფლიოში ცნობილი მულტიპლიკატორი ბავშვობაში სიღარიბეში ცხოვრობდა, თუმცა იმედს არასოდეს კარგავდა და ოცნებობდა, რომ ოდესმე სახელგანთქმული მხატვარი გახდებოდა, გადაიღებდა მულტიპლიკაციურ ფილმებს და ააშენებდა ისეთ გასართობ ცენტრს, სადაც ყველა იმხიარულებდა... მან ოცნება რეალობად აქცია... გზა ოცნებიდან მის ასრულებამდე - რთული იყო, წარმატებას თან სდევდა მარცხი, თუმცა უოლტ დისნეი ყოველ გამოწვევას ახალი იდეით უპირისპირდებოდა და ჯიუტად განაგრძობდა ზღაპრული სამყაროს შექმნას.
„გამომცემლობა პალიტრა L“ გთავაზობთ წიგნების სერიას – „ბიზნესის გენია“. სერიის თითოეულ წიგნში გაეცნობით მსოფლიოში ცნობილ საქმიან ადამიანებს, რომლებმაც ბიზნესის სხვადასხვა სფეროში გადატრიალება მოახდინეს... მათ შეცვალეს შეხედულებები, ტექნოლოგიები, დანერგეს ინოვაციური პროდუქტები. თუ რა გზა განვლეს და როგორ მიაღწიეს ტრიუმფს – ყველაფერს დაწვრილებით გაეცნობით ამ სერიის წიგნებში... შეიტყობთ მათი წარმატების საიდუმლოებას და, შესაძლოა, იგი თქვენი წარმატების საწინდარიც გახდეს.
- ყდა
- თავფურცელი
- ოცნება და რისკი
- ბავშვობა
- როგორ გახდა დისნეი მხატვარი
- 21 წლის პრეზიდენტი
- „გააკეთე შეუძლებელი...“
- ჰოლივუდში
- მიკი მაუსის დაბადება
- დონალდი, გუფი, პლუტო და სხვები...
- დისნეის გაცოცხლებული „ფანტაზია“ - „ფიფქიას“ ტრიუმფი
- ზღაპარი გრძელდება
- ოჯახი - ჰოლივუდის „ანომალიური“ წყვილი
- „კარგად იმუშავეთ, ბიჭებო!“
- ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოები
- გამოყენებული ფოტომასალა