კალათა

დეტალურად

როჯერ ეკროიდის მკვლელობა

აგათა კრისტი

გამომცემლობა პალიტრა L

მთარგმნელი მანანა კვესელავა

დეტექტივი

თარგმანი ინგლისურიდან

ინგლისის პატარა სოფელ ქინგზ-ებოთში მომხიბლავი და მდიდარი ქალბატონის, მისის ფერარსის გვამს იპოვიან. სიკვდილის მიზეზი, როგორც ექიმი შეპარდი დაადგენს, საძილე წამლის გადაჭარბებული დოზაა. ექიმის და, ქეროლაინი, დარწმუნებულია, რომ მისის ფერარსმა თავი მოიკლა, რადგან სინდისის ქენჯნას ვერ გაუძლო – გასულ წელს ხომ მისი ქმარი გარდაიცვალა, და ქეროლაინი დარწმუნებულია, რომ ის სწორედ ცოლმა მოწამლა. მისის ფერარსის სიკვდილიდან რამდენიმე დღეში კლავენ მდიდარ ფაბრიკანტს, როჯერ ეკროიდს, რომელთანაც მისის ფერარსის შესაძლო ქორწინებას ქინგზ-ებოთის ჭორიკანები კარგა ხანია განიხილავდნენ. პოლიცია მკვლელობის გამოძიებას შეუდგა. მოულოდნელად საქმეში ჩაერთვება მოყვარული მაძებარი, ერკიულ პუარო. ის კარგა ხანია, საქმეს ჩამოშორდა და ამ პატარა სოფელში თავისი საყვარელი ბოსტნეულის – ყაბაყის მოსაყვანად დასახლდა. დიდ მაძებარს, როგორც თავად ამბობს, თავისი „პატარა, რუხი უჯრედების“ მობილიზება დასჭირდება, რათა გახსნას ტიპური „მაღალი წრის“ მკვლელობა. არადა, ყველაფერი ისე ბანალური ჩანს: ვილა პატარა სოფელში, სადაც ცხედარი იპოვეს, მსხვერპლი, მთავარი ეჭვმიტანილები და მოტივი – მემკვიდრეობა, მაგრამ მართლაც ასე მარტივად არის ყველაფერი, თუ ეს შემთხვევა დიდი მაძებრის ყველაზე საინტერესო საქმე აღმოჩნდება?!
  • ყდა
  • თავფურცელი
  • თავი 1 - ექიმი შეპარდი საუზმობს
  • თავი 2 - ვინ ვინ არის ქინგზ-ებოთში
  • თავი 3 - კაცი, რომელსაც ყაბაყი მოჰყავდა
  • თავი 4 - სადილი „ფერნლიში“
  • თავი 5 - მკვლელობა
  • თავი 6 - ტუნისური ხანჯალი
  • თავი 7 - ჩემი მეზობლის პროფესია გავიგე
  • თავი 8 - ინსპექტორი რეგლანი დარწმუნებულია
  • თავი 9 - ოქროს თევზების ტბორი
  • თავი 10 - შინამოსამსახურე
  • თავი 11 - პუაროს ვიზიტი
  • თავი 12 - მაგიდის გარშემო
  • თავი 13 - ბატის ფრთა
  • თავი 14 - მისის ეკროიდი
  • თავი 15 - ჯეფრი რეიმონდი
  • თავი 16 - მაჯონგის თამაში
  • თავი 17 - პარკერი
  • თავი 18 - ჩარლზ კენტი
  • თავი 19 - ფლორა ეკროიდი
  • თავი 20 - მის რასელი
  • თავი 21 - შენიშვნა გაზეთში
  • თავი 22 - ურსულას ისტორია
  • თავი 23 - პატარა შეკრება პუაროსთან
  • თავი 24 - რალფ პეიტონის ნაამბობი
  • თავი 25 - სრული სიმართლე
  • თავი 26 - და არაფერი სიმართლის გარდა
  • თავი 27 - ბოლოთქმა
  • სქოლიო