კალათა

დეტალურად

აგათა კრისტი არის XX საუკუნის საკულტო სახელი და არამხოლოდ ლიტერატურაში. ეს არის აზროვნების განსაკუთრებული მეთოდის შემქმნელი ქალბატონი, რომელსაც ფანტაზიისა და გამოგონების განსაკუთრებული უნარი ჰქონდა. ის არ ყოფილა დეტექტიური ჟანრის ნოვატორი, თუმცა მოახერხა და ამ ჟანრის კლასიკური ნაწარმოებები დაუტოვა მსოფლიოს. დეტექტივების მწერალი სხვა ავტორებისგან გამოირჩევა იმითაც, რომ შექმნა დეტექტივ-გამომძიებლის არა ერთი, არამედ რამდენიმე, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პერსონაჟი. მათ ისეთი სიცხადით შეასხა ხორცი, რომ ჩვენი რეალური ცხოვრების ნაწილად აქცია. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ მისი პერსონაჟები, როგორც დამნაშავეები, ასევე, დეტექტივები, მოქმედებენ თითქმის მათემატიკური სიზუსტით. აქ შემთხვევითობა გამორიცხულია. ეს ნაწარმოებები მკითხველისთვის ინახავს საიდუმლოებებს, რომლის წინასწარ გამოცნობის შემთხვევაში, მკითხველი იღებს ისეთივე დიდ სიამოვნებას, როგორსაც მუსიკის მოყვარული ე.წ. მოლოდინის ნოტის გამოცნობისას. რა თქმა უნდა, მისი შემოქმედების მწვერვალი პიესა „სათაგურია“, რომელსაც მრავალი წელია, წარმატებით დგამენ მსოფლიოს წამყვან სცენებზე და მაყურებელს მისი ნახვა არ ბეზრდება... აგათა კრისტის ყველა ნაწარმოები არათუ წაკითხული მაქვს, მთელი ცხოვრების განმავლობაში მისი შემოქმედების კოლექციას ვაგროვებდი. – ლევან ბერძენიშვილი
  • თავი I. მოულოდნელი სტუმარი
  • თავი II. კაცი საგიჟეთიდან
  • თავი III. ვიგებთ მეტს ლი ჩან იენის შესახებ
  • თავი IV. ცხვრის ბარკლის მნიშვნელობა
  • თავი V. მეცნიერის გაუჩინარება
  • თავი VI. ქალი საფეხურებზე
  • თავი VII. რადიუმის გამტაცებლები
  • თავი VIII. მტრის სახლში
  • თავი IX. ყვითელი ჟასმინის საიდუმლო
  • თავი X. გამოძიება კროფტლენდში
  • თავი XI. საჭადრაკო ამოცანა
  • თავი XII. სატყუარიანი ხაფანგი
  • თავი XIII. თაგუნია ხაფანგში გაება
  • თავი XIV. ქერად თმაშეღებილი ქალი
  • თავი XV. საზარელი კატასტროფა
  • თავი XVI. მომაკვდავი ჩინელი
  • თავი XVII. „ნომერი მეოთხე“ ოინს გვიწყობს
  • თავი XVIII. ფელსენის ლაბირინთში