კალათა

დეტალურად

ფორექსზე ორწლიანი აბსტრაქტული და იმპროვიზებული ვაჭრობის შემდეგ, გადავწყვიტე, შემექმნა ჩემი სავაჭრო სისტემა, რომელიც ერგებოდა ჩემს მიზნებსა და ცხოვრების პირობებს. ამ წიგნში განვიხილავთ 6 ნაბიჯს ფინანსურ დამოუკიდებლობამდე, მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა ფინანსური განათლების მქონე. „ფინანსურად დამოუკიდებელ“ პიროვნებას ამ სექტორში ჰქვია ტრეიდერი. პირი, რომელიც მისი ან ინვესტორის თანხით ვაჭრობს ფორექსზე, საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე. ტრეიდერები სხვადასხვა პრინციპით უდგებიან საქმეს. ნაწილი თვლის, რომ ეს მათი დამატებითი შემოსავლის წყაროა, ნაწილი კი თვლის, რომ ეს ძირითადი პროფესიაა. მიუხედავად მიდგომისა, ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ გახდეთ წარმატებული და ფინანსურად დამოუკიდებელი. მთავარია, ტრეიდერი მუდმივად ცდილობდეს განვითარებას, მუდმივად იყოს ახლის ძიებაში და ისწავლოს, რაც მას ბაზრის ცვალებად გარემოსთან მუდმივი ადაპტაციის საშუალებას მისცემს. ეს სახელმძღვანელო სწორედ იმ ტრეიდერებისთვის გახლავთ, რომლებიც მუდმივად ცდილობენ განვითარებას. ამ წიგნით თქვენ შეგიძლიათ, ისწავლოთ არა მხოლოდ ის, თუ როგორ ივაჭროთ, არამედ როგორ განვითარდეთ მუდმივად, როგორ დაგეგმოთ პირადი ფინანსები, როგორ მოახდინოთ ბაზრის სწორი ანალიზი და როგორ შექმნათ თქვენი ინდივიდუალური ვაჭრობის სტრატეგია, რომელიც თქვენი ცხოვრების სტილიდან, სამსახურიდან თუ სხვა გარემოებიდან გამომდინარეობს.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • 1. ფორექსის მოკლე მიმოხილვა
    • 1.1. ფორექსი - Forex - Foreign Exchange Market
    • 1.2. ბაზრის მონაწილეები
    • 1.3. საბროკერო კომპანიის შერჩევა
    • 1.4. ცნობილი ტრეიდერები
  • 2. ტრეიდერის ძირითადი პრობლემები
    • 2.1. ემოცია
    • 2.2. განათლება
    • 2.3. დისციპლინა
    • 2.4. ინდივიდუალური მიდგომა
  • 3. ტექნიკური ანალიზი
    • 3.1. გრაფიკი
    • 3.2. სავაჭრო ინსტრუმენტები:
    • 3.3. ინდიკატორები
    • 3.4. პატერნები
  • 4. ფუნდამენტური ანალიზი
    • 4.1. ფუნდამენტური ანალიზი
    • 4.2. ფუნდამენტური ანალიზის ძირითადი ელემენტები
    • 4.3. საინფორმაციო წყაროები
  • 5. ბიუჯეტირება
  • 6. სავაჭრო სტრატეგია
    • 6.1. ვაჭრობის ძირითადი სახეები
    • 6.2. სტრატეგია
  • ბონუს მასალები
    • 1. ტრეიდინგის 10 პრინციპი
    • 2. 5 ყველაზე გავრცელებული ფინანსური შეცდომა
  • დამატებით მასალები
  • დასკვნა
  • ბიბლიოგრაფია