წინამდებარე წიგნი თეორიული გამოკვლევების კრებულია. მათი ნაწილი გამოქვეყნებული იყო სხვადასხვა წლებში, ხოლო ნაწილი დაიწერა სპეციალურად ამ კრებულისთვის. წიგნში განხილულია ფსიქოლოგიის ოთხ ძირეულ კატეგორიასთან – ცნობიერება, არაცნობიერი, ქცევა და პიროვნება – დაკავშირებული საკითხების ფართო წრე. ანალიზის თავისებურებას განაპირობებს ავტორის მეცნიერული ორიენტაცია – იგი შესრულებულია განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის პოზიციიდან. საბოლოო ჯამში, ნაშრომის დანიშნულებაა განავითაროს ეს თეორიული სისტემა – დააზუსტოს ცნებები, მოხსნას ზოგიერთი შინაგანი წინააღმდეგობა, სრულყოს კონცეფციის აღწერითი და ახსნითი ნაწილის კონსტრუქციები თანამედროვე ფსიქოლოგიის მონაცემების გათვალისწინებით. წიგნს არ აკლია პოლემიკური მუხტი, იგი მიმართულია პრობლემების გამოვლენასა და გადაწყვეტაზე და არა უთანხმოებათა და სირთულეთა ნეიტრალიზაციაზე. ნაშრომში თავმოყრილია ძირითადი იდეები, რომლებიც განწყობის თეორიულ ფსიქოლოგიაში ავტორის ხანგრძლივი მუშაობის პერიოდში იქნა თანდათან გენერირებული. მოცემულმა წიგნმა ვერ მოიცვა გამოკვლევათა ციკლი ფსიქოლოგიის და სახელდობრ განწყობის ფსიქოლოგიის მეთოდოლოგიისა და ისტორიის მიმართულებით, რომელთაც სპეციალური მონოგრაფია მიეძღვნება. წიგნი განკუთვნილია იმათთვის, ვისაც აინტერესებს ფსიქოლოგიის თეორიის ფუნდამენტური პრობლემები საზოგადოდ და განწყობის ფსიქოლოგიისა – კერძოდ.
- ყდა
- თავფურცელი
- წინასიტყვაობა
- ადამიანის ქცევის მოტივაციის დინამიკური მოდელი და სუბიექტივაცია
- ქცევის პოლიმოტივაცია
- ნებელობითი ქცევის ფენომენოლოგია
- ნებელობის თავისუფლების საკითხი განწყობის ფსიქოლოგიაში
- ნებისყოფის თეორიის აქტუალური პრობლემების შესახებ
- ვარიაციები განწყობის სტრუქტურის დინამიკური მოდელის თემაზე
- ობიექტივაცია, განწყობა და ქცევა
- არის თუ არა არაცნობიერის ცნება ზედმეტი ცნება
- განვითარების პრინციპი და არაცნობიერის პრობლემა ლ. ვიგოტსკის, ს. რუბინშტეინის, დ. უზნაძისა და ზ. ფროიდის ნაშრომებში
- ფსიქოანალიზისა და განწყობის თეორიის შედარებითი ანალიზი
- სქოლიო