იდეოლოგიური დანიშნულების პანეგირიკის კლასიკური ნიმუში. ავტორი ხოტბას ასხამს თამარ მეფესა და დავით სოსლანს. პოემა დაწერილი უნდა იყოს მე-13 საუკუნის 10-იან წლებში. თანამედროვე ტექსტმა ჩვენამდე მოაღწია მე-18 და მე-19 საუკუნეების ხელნაწერების მიხედვით.
პოემის ავტორად იოანე შავთელია მიჩნეული, რაც „ვეფხისტყაოსნის“ ბოლო სტროფითაც დასტურდება. ამავე სტრიქონით ასევე დასტურდება, რომ აბდულმესია საქები ობიექტის ზედწოდებაა („აბდ ალ-მესიჰ“ არაბულად ნიშნავს „მესიის, ანუ ქრისტეს მონას“). არსებობს ვარაუდი, რომ აბდულმესია უნდა იყოს დავით სოსლანის ეპითეტი.
- ყდა
- თავფურცელი
- თამარ მეფისა და დავით სოსლანის შესხმა
- [შესავალი]
- I
- II
- III
- IV
- V
- VI
- VII
- VIII
- IX
- X
- XI
- XII
- სქოლიო