კალათა

დეტალურად

შავი ჭირის წელიწადის დღიური

დანიელ დეფო

გამომცემლობა არტანუჯი

მთარგმნელი ზურაბ სონღულაშვილი

დოკუმენტური

თარგმანი ინგლისურიდან

სერია სხვა კლასიკა

„შავი ჭირი XVII საუკუნის ინგლისს კვლავ რომ დაატყდებოდა, ის უკვე მხატვრულ-დოკუმენტურ თხზულებად უნდა გარდასახულიყო: დანიელ დეფოს „შავი ჭირის წელიწადის დღიურად“, სამუდამოდ რომ უკვდავჰყოფდა 1665 წელს, დიდი მღელვარებით აღსავსეს, და არ დატოვებდა არაფერს შეუნიშნავსა და აღუნიშვნელს გარშემო აბობოქრებული ცხოვრების მდინარებიდან. ყველას სიკვდილის აჩრდილი რომ ელანდებოდა და სიკვდილის შიშით დაზაფრულიყვნენ, მათი გულებიდან ხალისი და სიხარული პირწმინდად უნდა გამქრალიყო. თვითმარქვიები და შარლატანები საკმაოდ მოითბობდნენ ხელს მოსახლეობის უბედურებით, თუმც მაღალი შეგნების ადამიანებიც არ მოაკლდებოდა საზოგადოებას. დეფო ბევრჯერ შეესწრებოდა ღარიბ-ღატაკთა უსასოო მდგომარეობას და მრავალჯერვე ენახა, ღვთისნიერი ადამიანები ქველმოქმედების მიზნით ყოველდღიურად როგორ უგზავნიდნენ პროდუქტებს, წამლებსა და სხვა აუცილებელ დახმარებას გასაჭირში ჩავარდნილთ. ბევრი პირადადაც გასცემდა მოწყალებას. გრძნობდა: ეს ეპოქალური წიგნიც იქნებოდა და ძალდაუტანებლად განზოგადებულიც – ამჯერად შთამომავლობისთვისაც მრავალმხრივ მნიშვნელოვანი – როგორც ისტორიული, სოციალური, ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური, ისე პირწმინდად მხატვრული თვალსაზრისით, ამბავთა მრავალფეროვნებაც რომ მიიზიდავდა და ჩაითრევდა მკითხველს, ზოგი ნაამბობი სულაც გამზადებულ ნოველად რომ წარმოგვიდგება.“ – როსტომ ჩხეიძე
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *