ნაშრომში მონოგრაფიულადაა შესწავლილი თბილისში 1889-1902 წლებში გამომავალი ფრანგული ჟურნალი „ლე კოკაზ ილიუსტრე“ და მისი რედაქტორ-გამომცემლის ჟიულ მურიეს მოღვაწეობა კავკასიის ხალხთა კულტურების ევროპაში პოპულარიზაციისათვის. უმთავრესი ყურადღება ეთმობა ფრანგულ-ქართული ლიტერატურულ-კულტურული ურთიერთობის საკითხებს. წიგნი გამოადგებათ კავკასიოლოგებს, ფრანგულ-ქართული ლიტერატურულ-კულტურული ურთიერთობების მკვლევართ, ჟურნალისტებს, მთარგმნელებსა და თარგმანის თეორეტიკოსებს, ფოლკლორისტებს, თეატრის ისტორიკოსებს, ხელოვნებათმცოდნეებსა და ეთნოლოგებს.
- ყდა
- თავფურცელი
- ჟიულ მურიე და მისი ჟურნალები
- ქართველი ავტორები „ლე კოკაზ ილიუსტრეს ფურცლებზე“
- შოთა რუსთაველი
- სულხან-საბა ორბელიანი
- ილია ჭავჭავაძე
- იაკობ გოგებაშვილი
- ნაკვესები (იონა მეუნარგია, გიორგი შარვაშიძე, აკაკი წერეთელი)
- სიმონ ბოლქვაძე, ლეონარდ ბალბაშევსკი, დავით კეზელი
- თეატრი
- სახვითი ხელოვნება და მუსიკა
- ფოლკლორი
- გამოცანები
- ხალხური რწმენა-წარმოდგენები
- ანდაზები
- ნობელიანტი თარგმნის ჩეჩნურ თქმულებას
- დამოწმებანი
- სქოლიო