კალათა

დეტალურად

სერია „ილიას ბიბლიოთეკა“ – ქართულ კულტურაში დემოკრატიული ღირებულებების შესახებ. იაკობ გოგებაშვილი უმნიშვნელოვანესი პიროვნებაა ქართველი ერის ჩამოყალიბების პროცესში. ის ჩვენში რა თქმა უნდა პირველ ყოვლისა ცნობილია, როგორც ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და ქართული ენის სახელმძღვანელოს, დედა-ენის ავტორი. მისი მოღვაწეობა საფუძველი გახდა არა მარტო ზოგადად წიგნიერების განვითარებისთვის, არამედ პედაგოგიური მეცნიერებების განვითარებისთვის საქართველოში. წინამდებარე კრებულში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გაეცნოთ იაკობ გოგებაშვილის მოღვაწეობის მნიშვნელოვან ასპექტებს. ნაკრებ სტატიებში ჩანს ის ღირებულებები და მიზნები, რაც მას ამოძრავებდა მრავალ წამოწყებაში. ასევე კარგად ჩანს, თუ რა ადგილობრივ, რუსულ და დასავლურ გამოცდილებას ეფუძნებოდა ის სხვადასხვა ახალი იდეისა თუ ინსტრუმენტის პოპულარიზაციისა და დანერგვისას.
  • წინასიტყვაობა (სიმონ ჯანაშია)
  • სამახარობლო ერგება თუ არა (ვუძღვნი „კვალის“ რედაქციასა)
  • ქართული შრიფტის შესახებ
  • კასა სახალხო სკოლების მასწავლებელთათვის
  • პროფესორის პეტრიაშვილის ყოვლად ღირსეული სტიპენდია
  • კალენდრებიც ჩვენა გვბრიყვობენ
  • ახალი ნაბიჯი ხალხის განათლებაში
  • სახალხო უნივერსიტეტი ჩვენში
  • ნაციონალური საჩუქარი
  • ახალი შეძენა
  • ვინ ამოვირჩიოთ? (წერილი რედაქციის მიმართ)
  • სახალხო მასწავლებლის ღვაწლი და უკიდურესი გაჭირვება მისი
  • როგორ დაარსდა „წერა-კითხვის საზოგადოება“
  • ილიას ფონდის შესახებ
  • ანდერძი
  • სქოლიო