კალათა

დეტალურად

ფრანსუა მორიაკის (1885-1970) შემოქმედებაში თითქმის ყველა ნაწარმოებში მოქმედება ხდება პირველ მსოფლიო ომამდე, ანუ 1914 წლამდე. თითქოს არ აღიარებდა თანამედროვეობას და უკან, წარსულში ბრუნდებოდა. მისი თხზულებებიდან, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველა ავტობიოგრაფიულ ელემენტებს შეიცავს. „გარდასულ დღეთა ყრმა“ ფრანგი მწერლის უკანასკნელი ნაწარმოებია. ის წერს ბურჟუაზიაზე, რადგან თავადაც მისი წარმომადგენელი გახლდათ და ამ ფენას, როგორც ჩანს, ყველაზე კარგად იცნობდა. წიგნი ეძღვნება ოჯახს; ძველ და ახალ თაობას შორის წინააღმდეგობას და განსაკუთრებით, როგორც თავად წერდა, „კონფლიქტს ღმერთსა და ადამიანს შორის, კონფლიქტს ქალსა და მამაკაცს შორის, კონფლიქტს საკუთარ თავთან“. მორიაკისთვის ადამიანი წინააღმდეგობრივი, იდუმალი არსებაა, რომლის საიდუმლოს მხოლოდ ღმერთი თუ ჩასწვდება, ღმერთი, რომელიც მწერლისთვის იგივე სიყვარულია.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • I
  • II
  • III
  • IV
  • V
  • VI
  • VII
  • VIII
  • IX
  • X
  • XI
  • XII
  • XIII
  • სქოლიო