რომის პაპი იოანე პავლე II მეოცე ასწლეულის მეორე ნახევრის ყველაზე ცნობილი ადამიანია. პოლონეთის განაპირა რაიონში გაზრდილი ფეხშიშველა ბიჭუნა, სკოლის ფეხბურთელთა გუნდის მეკარე და დამწყები ლიტერატორი, კათოლიკური ეკლესიის მეთაური გახდა - კაცი, რომელსაც თაყვანს სცემდა დედამიწის მოსახლეობის ერთი მეოთხედი, პიროვნება, რომლის ძალასა და დიდებულებაზე დღესაც ლეგენდები დადის.
კაროლ ვოიტილა უნიკალური ბავშვი არ იყო; არც სტუდენტობაში გამოირჩეოდა გენიალურობით და არც მისი ხელდასხმა ყოფილა რაიმე განსაკუთრებული მოვლენა, მაგრამ სწორედ ის გახდა ხალხის უსაყვარლესი პონტიფექსი კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში.
იოანე პავლე II ცხოვრებაშივე იქცა ლეგენდად. დღეს მთელ მსოფლიოში ათასობით ადამიანი მოითხოვს მის კანონიზებას, ხოლო კიდევ მეტი ცდილობს, ამოიცნოს მისი პოპულარობის საიდუმლო.
ეს წიგნი იოანე პავლე II-ის ყველაზე სრულყოფილი ბიოგრაფიაა. ავტორი შეეცადა, რაც შეიძლება რეალურად აესახა პონტიფექსის საერო ცხოვრება, მისი შეხედულებები, აზრები, მრავალმხრივი ინტერესები და, რაღა თქმა უნდა, ამ უნიკალური პიროვნების ჩამოყალიბების ეტაპები.
- ყდა
- თავფურცელი
- შესავალი
- ბავშვობა
- ომიანობის დროის ჭაბუკი
- სტუდენტი რომში
- მღვდელმსახური, ფილოსოფოსი, ეპისკოპოსი
- ხმა ეკლესიისა, მთელ მსოფლიოს რომ მოედო
- კარდინალი მოქმედებას იწყებს
- არჩევა
- წესები იცვლება
- ის ცვლის ისტორიას
- ის მთელ მსოფლიოს ბრძოლაში იწვევს
- ახალი ათასწლეული
- სქოლიო