კალათა

დეტალურად

ელენე ამირეჯიბი-სტავინსკა – პოლონეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი კინორეჟისორი, მწერალი, მრავალი საერთაშორისო კინო-ფესტივალის ლაურიატი ორმოცდაათ წელიწადზე მეტი ვარშავაში ცხოვრობდა და ვარშავის კინოსტუდიის დოკუმენტური ფილმების აღორძინებაში მონაწილეობდა. „ანტიკულინარიული წიგნი“ ვარშავაში 2007 წელს დაიბეჭდა და პოლონეთის კრიტიკოსების პრემიითა და მკითხველთა დიდი აღიარებით დაჯილდოვდა და დიპლომირებულ იქნა „წლის საუკეთესო წიგნად“. პოლონელი მკითხველი არამარტო ქართული თვითმყოფადი არქიტექტონიკის წიგნს გაეცნო, რომელშიც დოკუმენტური პროზა ენაცვლება ლირიულ ჩანახატებს, სინამდვილე ფანტაზიას, იუმორი სატირას ქართული კერძების რეცეპტების ფონზე, არამედ შეიგრძნობს XX საუკუნის სისხლიან ქარტეხილებს. ავტორის – ბავშვის თვალით დანახული 1920-30-40-50 წლების საქართველო, საზოგადოება, რომელიც მუდმივი შიშის, ღამის აყვანების, ტოტალური დასმენების, მოაზროვნე ინტელიგენციისადმი ზიზღის, შავი მანქანების - სიკვდილის ეშელონების, მიუხედავად ცოცხლობდა, აზროვნებდა და ქმნიდა შედევრებს. წიგნი საცივის, ლობიოს, მაწვნის შეჭამანდის, ფლავის, კატლეტების, ჩურჩხელის, ტოლმის თუ სხვა ქართული კერძების რეცეპტებთან ერთად მკითხველს აცნობს კონკრეტულ და გამოგონილ პერსონაჟებს, ავტორის გულისთქმა არის უშუალო და ამაღლებული, მასში ქართული სისხლი ჩქეფს, ის დიდი ოჯახური ტრადიციების პირმშოა და მკითხველს უახლოებს არამარტო უბედური ბავშვობისა და ნათესავების პორტრეტებს, არამედ იმ საზოგადოების წევრებს, რომლებმაც შეგვინარჩუნეს საქართველო. ეს წიგნი აღსარებაა, წინაპრებისა და სამშობლოს მიმართ მადლიერებაა, მზერა მიმართული მომავლისაკენ, ხილული და უხილავი კავშირი მისთვის ძვირფასი პოლონეთისა და საქართველოს შორის.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • წინასიტყვაობა
  • მირა
  • ვარდენის კატლეტი
  • ლობიო
  • დოლმა, ანუ ტოლმა ქართულად
  • ჭარხლის სალათი მაიონეზით,ანუ „ვინიგრეტი“
  • არტიშოკი
  • ფლავი
  • ტყემალი პოლონურად, ანუ „სოსი“
  • იოგურტის სუპი, ანუ მაწვნის შეჭამანდი
  • კომშის მურაბა
  • წიწილი - A La Tabakha
  • ჩახოხბილი
  • სოკოს სუპი
  • შემწვარი გოგრა, ანუ კვახი
  • უმი ომლეტი
  • ხალიფაფა
  • ჩურჩხელა
  • რუსული, ანუ უკრაინული ბორშჩი
  • ხორცი
  • ჯონჯოლი
  • Pot-au – ტალახი
  • კაკლის მურაბა
  • არაყი
  • ლუდი და კიბორჩხალა
  • საცივი
  • შემწვარი ბადრიჯანი
  • კარპი ებრაულად, ანუ ჭანარი შიგთავსით
  • შავი თალგამი