„ამაოების ბაზარი“ თეკერეის ყველაზე სახელგანთქმული და ყველაზე უფრო დამახასიათებელი თხზულებაა. რომანის ძირითადი მოტივი - მოტივი თეკერეის დროინდელი ბურჟუაზიული ინგლისის ცხოვრების ამაოებისა - ყველა მის ადრინდელ და შემდეგდროინდელ ნაწერებსაც წითელი ზოლივით გასდევს და სათაურშიც ავტორის ღრმა ჩანაფიქრი იმალება. რომანს ჯერ „ინგლისის საზოგადოების კალმით და ფანქრით ნახატი სურათები“ ეწოდებოდა და როცა სათაურად „ამაოების ბაზარი“ მოაგონდა ავტორს, ეს მისთვის დიდი სიხარული იყო. როგორც თვითონ ამბობს, „შუაღამისას წამოვხტი ლოგინიდან და სამგზის შემოვირბინე ოთახი, თან გახარებული გავიძახოდი: ამაოების ბაზარი, ამაოების ბაზარიო“.
„ამაოების ბაზარში“ ძირითადად სამი ოჯახის ამბავია მოთხრობილი: ლონდონელი სოვდაგრების ჯონ სედლისა და ჯონ ოსბორნის და აზნაურ სერ პიტ კროულისა. მართალია, „ამაოების ბაზარი“ ისტორიული რომანია, მაგრამ მისი ისტორიულობა ძალიან თავისებურია. წიგნში უშუალოდ თითქმის არც ერთი ისტორიული პირი არ არის გამოყვანილი. თვით ნაპოლეონი და უელინგტონი, მხოლოდ მუნჯ პერსონაჟებს წარმოადგენენ და იქნებ სულაც არ მოხსენიებულიყვნენ ამ წიგნში, რომ ნაპოლეონის ომებსა და მის დამხობასთან არ იყოს დაკავშირებული სედლის გაკოტრება და ერთ-ერთი მთავარი გმირის დაღუპვა.
- ყდა
- თავფურცელი
- ფარდის ახდამდე
- თავი I. ჩიზიკის ხეივანი
- თავი II. რომელშიაც მის შარპი და მის სედლი სალაშქროდ ემზადებიან
- თავი III. რებეკა მტრის პირისპირ
- თავი IV. მწვანე აბრეშუმის ქისა
- თავი V. ჩვენი დობინი
- თავი VI. ვოქსჰოლი
- თავი VII. დედოფლის კროულელი კროული
- თავი VIII. პირადად საკუთარ ხელში
- თავი IX. ოჯახის პორტრეტი
- თავი X. მის შარპი მეგობრების შეძენას იწყებს
- თავი XI. არკადიული უბრალოება
- თავი XII. ფრიად გულამაჩუყებელი
- თავი XIII. გულამაჩუყებელი და სხვანაირიც
- თავი XIV. მის კროული შინ
- თავი XV. რომელშიაც მცირე ხნით გამოჩნდება რებეკას მეუღლე
- თავი XVI. ქინძისთავების დასაბნევ ბალიშზე დადებული ბარათი
- თავი XVII. როგორ იყიდა კაპიტანმა დობინმა ფორტეპიანო
- თავი XVIII. ვინ უკრავდა კაპიტან დობინის ნაყიდ ფორტეპიანოს
- თავი XIX. მის კროული მომვლელთა ხელში
- თავი XX. კაპიტანი დობინი მოქმედებს ვითარცა ჰიმენაიოსის მოციქული
- თავი XXI. მდიდარი მემკვიდრე ქალისათვის გამართული ჩხუბი
- თავი XXII. ქორწინება და თაფლის თვის ნაწილი
- თავი XXIII. კაპიტანი დობინი შუამდგომლობას განაგრძობს
- თავი XXIV. ბატონი ოსბორნი საგვარეულო ბიბლიას გადმოიღებს
- თავი XXV. ყველა მთავარი გმირი საჭიროდ თვლის ბრაიტონიდან წასვლას
- თავი XXVI. ლონდონიდან ჩეტემამდე
- თავი XXVII. ემილია უერთდება თავის ლეგიონს
- თავი XXVIII. ემილია ნიდერლანდში შეიჭრება
- თავი XXIX. ბრიუსელი
- თავი XXX. „საყვარელ სატრფოს გამოვესალმე“
- თავი XXXI. ჯოზ სედლი დას უვლის
- თავი XXXII. ჯოზი ილტვის და ომიც თავდება
- თავი XXXIII. მის კროულის ნათესავები ფრიად შეშფოთებულნი ბრძანდებიან მისთვის
- თავი XXXIV. ჯეიმზ კროულის პირიდან ჩიბუხს აგდებინებენ
- სქოლიო