კალათა

დეტალურად

„ამაოების ბაზარი“ თეკერეის ყველაზე სახელგანთქმული და ყველაზე უფრო დამახასიათებელი თხზულებაა. რომანის ძირითადი მოტივი - მოტივი თეკერეის დროინდელი ბურჟუაზიული ინგლისის ცხოვრების ამაოებისა - ყველა მის ადრინდელ და შემდეგდროინდელ ნაწერებსაც წითელი ზოლივით გასდევს და სათაურშიც ავტორის ღრმა ჩანაფიქრი იმალება. რომანს ჯერ „ინგლისის საზოგადოების კალმით და ფანქრით ნახატი სურათები“ ეწოდებოდა და როცა სათაურად „ამაოების ბაზარი“ მოაგონდა ავტორს, ეს მისთვის დიდი სიხარული იყო. როგორც თვითონ ამბობს, „შუაღამისას წამოვხტი ლოგინიდან და სამგზის შემოვირბინე ოთახი, თან გახარებული გავიძახოდი: ამაოების ბაზარი, ამაოების ბაზარიო“. „ამაოების ბაზარში“ ძირითადად სამი ოჯახის ამბავია მოთხრობილი: ლონდონელი სოვდაგრების ჯონ სედლისა და ჯონ ოსბორნის და აზნაურ სერ პიტ კროულისა. მართალია, „ამაოების ბაზარი“ ისტორიული რომანია, მაგრამ მისი ისტორიულობა ძალიან თავისებურია. წიგნში უშუალოდ თითქმის არც ერთი ისტორიული პირი არ არის გამოყვანილი. თვით ნაპოლეონი და უელინგტონი, მხოლოდ მუნჯ პერსონაჟებს წარმოადგენენ და იქნებ სულაც არ მოხსენიებულიყვნენ ამ წიგნში, რომ ნაპოლეონის ომებსა და მის დამხობასთან არ იყოს დაკავშირებული სედლის გაკოტრება და ერთ-ერთი მთავარი გმირის დაღუპვა.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • თავი XXXV - ქვრივი და დედა
  • თავი XXXVI - როგორ შეიძლება ცხოვრება სრულიად უშემოსავლოდ
  • თავი XXXVII - იმავე საგანზე მსჯელობის გაგრძელება
  • თავი XXXVIII - მძიმე გასაჭირში ჩავარდნილი ოჯახი
  • თავი XXXIX - ცინიკური თავი
  • თავი XL - რომელშიაც ოჯახი თავის წევრად სცნობს ბეკის
  • თავი XLI - რომელშიაც ბეკი კვლავ ესტუმრება თავის მამა-პაპათა სახლს
  • თავი XLII - ამბავი ოსბორნის ოჯახისა
  • თავი XLIII - რომელშიაც მკითხველმა კეთილი იმედის კონცხს უნდა შემოუაროს
  • თავი XLIV - ლონდონსა და ჰემპშირს შორის
  • თავი XLV - ჰემშირსა და ლონდონს შორის
  • თავი XLVI - კვეთებანი და განცდები
  • თავი XLVII - გონტ-ჰაუზი
  • თავიXLVIII - რომელშიაც მკითხველს გააცნობენ დიდებულ საზოგადოებას
  • თავი XLIX - რომელშიაც ვიგემებთ სამ თავ საჭმელსა და დესერტს
  • თავი L - ერთ უბრალო, ჩვეულებრივ ამბავს მოგვითხრობს
  • თავი LI - გათამაშდება შარადა, რომელმაც შეიძლება შეაჩქვიფოს და შეიძლება არც შეაჩქვიფოს მკითხველი
  • თავი LII - რომელშიაც ლორდი სტაინი ფრიად საამო სახით წარმოგვიდგება
  • თავი LIII - სატუსაღოდან თავის დასხნა და კატასტროფა
  • თავი LIV - ბრძოლის შემდგომი კვირა დღე
  • თავი LV - რომელშიაც იმავე საგანზე გრძელდება საუბარი
  • თავი LVI - ჯორჯს ჯენტლმენად ხდიან
  • თავი LVII - „ეოთენ”
  • თავი LVIII - ჩვენი მეგობარი მაიორი
  • თავი LIX - ძველი ფორტეპიანო
  • თავი LX - წარჩინებულ საზოგადოებაში დაბრუნება
  • თავი LXI - რომელშიაც ორი ლამპარი ქრება
  • თავი LXII AM RHEIN
  • თავი LXIII - რომელშიაც ძველ ნაცნობს შევხვდებით
  • თავი LXIV - ხეტიალის ამბავი
  • თავი IXV - აღსავსე ფაციფუცითა და სიამოვნებით
  • თავი LXVI - „AMAHTIUM IRAE“
  • თავი LXVII - დაბადებანი, ქორწინებანი და გარდაცვალებანი
  • სქოლიო