კალათა

დეტალურად

ვის პატივსაცემად ეწოდა ამერიკას „ამერიკა“? ამ კითხვაზე ყოველი მოწაფე სწრაფად და დაუფიქრებლად გიპასუხებთ: ამერიგო ვესპუჩის პატივსაცემად. მაგრამ უკვე მეორე კითხვა ეჭვსა და ყოყმანს იწვევს თვით მოზრდილთა შორის: რატომ დაანათლეს ქვეყნის ამ ნაწილს ამერიგო ვესპუჩის სახელი? ეს წიგნი არის შეჯამება და გადაჭრა ყველა იმ სადავო პრობლემისა, რაც 400 წელი შეადგენდა სხვადასხვა ქვეყნის სწავლულთა სასტიკი ბრძოლის საგანს. შეიძლება ითქვას, რომ ცვაიგმა, ამ მიუდგომელმა მსაჯულმა, საბოლოოდ გადაჭრა „ამერიგოს საქმე“, და მისი განაჩენი საუკეთესოა, რომელიც კი დღემდე ცნობილი მასალების საფუძველზე შეიძლება გამოიტანოს კაცმა.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • ერთი ისტორიული შეცდომის ამბავი
  • ისტორიული ვითარება
  • უკვდავება ოცდათორმეტი გვერდისათვის
  • ქვეყნის ახალი ნაწილს სახელი მიანიჭეს
  • დიდი დავა იწყება
  • საბუთები გროვდება
  • ვინ იყო ვესპუჩი?
  • სქოლიო