ქართული ემიგრაციის ისტორია XIX საუკუნის შუაწლებიდან იწყება. ქართველთა დიდი ნაწილი, ევროპის სხვა სახელმწიფოების მოქალაქეების მსგავსად, ატლანტის ოკეანის გადაღმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებოდა. ვინ იყო პირველი ქართველი ემიგრანტი, დანამდვილებით არავინ იცის. ასევე შეუძლებელია, ყველა იმ ქართველის ვინაობის დადგენა, ვინც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა და თავისი წვლილი შეიტანა ამ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. უცხოეთში გადახვეწილ ქართველთა უმრავლესობა, არისტოკრატი თუ გლეხი, გაჭირვებას განიცდიდა; ბევრმა ცხოვრება რესტორნის მიმტანად, მომვლელად და ტაქსის მძღოლად დაასრულა, თუმცა, იყვნენ ისეთებიც, ვინც მოახერხა და ცხოვრება აიწყო – ზოგი იმის ხარჯზე, რომ მდიდარ და გავლენიან ქალბატონებზე დაქორწინდა და მათი სიმდიდრის წყალობით შეძლო ფუფუნებაში ეცხოვრა; უმრავლესობამ კი საკუთარი ნიჭის მეოხებით ნულიდან დაიწყო ცხოვრება და ახალ სამშობლოს დიდი ამაგი დასდო. ასეა თუ ისე, მრავალი ქართველისთვის ამერიკის შეერთებული შტატები მეორე სამშობლოდ იქცა, სადაც ბევრმა შეძლო განეხორციელებინა „ამერიკული ოცნება“ და გამხდარიყო ქვეყნის სამაგალითო და სახელოვანი მოქალაქე. ქართველები მადლიერნი იყვნენ და არიან ქვეყნისა, რომელმაც გაჭირვების ჟამს დახმარების ხელი გაუწოდა და შეიფარა. მაგრამ ვალში არც თავად დარჩენილან – უამრავმა ამერიკელმა ქართველმა დიდი ღვაწლი დასდო ამერიკას. ასევე მრავალი სახელოვანი ქართველი ამერიკაში დაიბადა.
ილუსტრირებული გამოცემა.
- ყდა
- თავფურცელი
- ავტორისგან
- წინათქმა
- ალექსანდრე ერისთავი
- იოსებ ლაღიაშვილი (1866- ?)
- გურული მოჯირითეები
- ალექსი გოგოხია-ჯორჯიანი (1871-1940)
- ნიკოლოზ ჩხოტუა (1905-1984)
- ერეკლე (ირაკლი) ორბელიანი (1901-1954)
- გიორგი (იური) ჭავჭავაძე (1904-1962)
- ვასილ დუმბაძე (1881-1943)
- დიმიტრი ჯორჯაძე (1898-1985)
- არჩილ გურიელი-ჭყონია (1895-1955)
- მაიკ მიტო (1895-1970)
- ალექსანდრე ქართველი (1896-1974)
- მაიკლ გრეგორი (1888-1953)
- ჯორჯ ბალანჩინი (1904-1983)
- თამარა თუმანოვა (1919-1996)
- გიორგი მაჩაბელი (1885-1935)
- ჯორჯ კობი (1883-1967)
- ნიკოლოზ (კოლა) ქვარიანი (1903-1980)
- ალექსანდრე ტარსაიძე (1901-1978)
- გიორგი პაპაშვილი (1898 - 1978)
- მდივნების ოჯახი
- გივი კობახიძე (1919-1991)
- დავით ჭავჭავაძე (1924-)
- ჯონ (მალხაზ) და ოთარ შალიკაშვილები
- სიმონ და კონსტანტინე სიდამონ-ერისთავები
- გივი და ოთარ ზალდასტანები
- ალექსანდრე (ლექსო) თორაძე (1952-)
- ეთერ ანჯაფარიძე (1956-)
- ალექსანდრე კორსანტია (1965-)
- ბათუ სიხარულიძე (1960-)
- ეთერ ჭკადუა (1967-)