კალათა

დეტალურად

მდგომარეობს ჩვენი გონიერება თუ არა ჩვენს სულიერ ერთობაში?... თუ არა ჩვენს მიერ ღვთისკენ მიმავალი ბილიკის ერთგულებაში?... ამ ბილიკმა მოგვიყვანა დღემდე და მხოლოდ ამ ბილიკით მივალთ ხვალამდე. როგორც მჭედელი აწრთობს ლითონს მახვილისათვის, სწორედ ისე უნდა გამოვიწრთოდ და დავიხვეწოთ. სწორედ იმავე მახვილის ტვირთი უნდა ვიტვირთოდ, ოღონდ არა სისხლით, არამედ გონიერებითა და ღვთის რწმენით. სამაგალითოები უნდა გავხდეთ... სამაგალითოები ჩვენი შვილებისთვის, რათა მათაც, გულანთებულებმა ღვთისა და ხვალინდელი დღის იმედით, გააგრძელონ სვლა ამ ბილიკზე... ჩვენი ცხოვრება, მათ სახელმძღვანელოდ უნდა ვაქციოთ... მხოლოდ ამ გზით მოვიშუშებთ იარებს... მხოლოდ ამ გზით შეძლებს ფეხზე წამოდგომას ჩვენი სამშობლო. ფეხზე წამომდგარს, კი იმის სურვილიც გაუჩნდება, სხვას ამოუდგეს მხარში და მაშინ ის წილიც გაიზრდება დღეს რომ არ გაგვაჩნია და რომელსაც მსოფლიოს კეთილდღეობისთვის ზრუნვა ჰქვია... სწორედ ასეთ მაგალითზე და ადამიანზე მოგითხრობთ... ადამიანზე, რომელმაც ღვთისა და კაცის სიყვარულით, უტვირთებელი იტვირთა...
  • ყდა
  • თავფურცელი
  • ავტორისაგან
  • არაქათგამოცლილი მზე
  • სხვისი სამოთხე
  • ბოლოთქმა