კალათა

საიტის წესები - Privacy Policy

lit.ge არის ინტერნეტმაღაზია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ელექტრონული წიგნების / პერიოდული გამოცემების შეძენის და პირადი – დაცული ონლაინ ბიბლიოთეკის შექმნის სერვისებს.
საიტზე წიგნების შეძენა შესაძლებელია დეპოზიტზე თანხის დადების შემდეგ. დეპოზიტის შევსება შესაძლებელია ვიზა ან მასტერქარდის პლასტიკური ბარათის, ასევე პეიბოქსების საშუალებით.
ავტორიზაციის გავლის შემდეგ, მომხმარებელი დეპოზიტზე არსებულ ნაშთს ხედავს საიტის მარჯვენა, ზედა კუთხეში, მომხმარებლის სახელის გასწვრივ.

საიტზე თანხის შემოტანა (დეპოზიტის შევსება) სრულდება მომსახურე ბანკების - საქართველოს ბანკის და ლიბერთი ბანკის სერვისების მეშვეობით. ყველა ფინანსური ტრანზაქცია ხორციელდება ბანკების ვებგვერდებზე. შესაბამისად, ჩვენს საიტზე არ ინახება მომხმარებლის საბანკო ანგარიშებთან და პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებული ინფორმაცია.
მომხმარებელს დეპოზიტზე შემოტანილი თანხა უკან აღარ დაუბრუნდება. თანხის დახარჯვა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენს საიტზე, ელექტრონული წიგნების შესაძენად.
 
საიტზე გათვალისწინებულია წიგნის არასანქცირებული გავრცელებისგან დაცვის ტექნიკური მექანიზმები, რაც გულისხმობს მათი კოპირების შეზღუდვას.

საიტზე განთავსებული წიგნების ელექტრონული ვერსიები წარმოადგენს გამომცემლობების / ავტორების / მთარგმნელების და ა.შ. საკუთრებას და მათი ნებისმიერი სახით არალეგალური გავრცელება (სრული ან ნაწილობრივი) ისჯება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საიტზე შეძენილი წიგნის წაკითხვა შესაძლებელია იოტა რიდერის აპლიკაციების (Android, iOS, Mac (Apple), Windows) საშუალებით.
წიგნის სარეალიზაციოდ განთავსება შეუძლია მხოლოდ საავტორო უფლების მქონე პირს, ინტერნეტმაღაზიასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.


კონფიდენციალობა:

lit.ge აგროვებს და ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია იმისათვის, რომ მოგეწოდოთ სერვისები და საუკეთესო გზით დავაკმაყოფილოთ „თქვენი“ საჭიროებები.

„თქვენ“ ეთანხმებით ზემოხსენებული მიზნებისთვის ასეთი ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავებას Lit.ge-ს მიერ. ინფორმაცია, რომელსაც „თქვენგან“ შევაგროვებთ და დავამუშავებთ, შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს:

•„თქვენი“ სახელი და გვარი;

•მოწყობილობა, რომელსაც „აპლიკაციისთვის“ იყენებთ;

•საკონტაქტო მონაცემები (როგორიცაა: ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი);

lit.ge-ს მეშვეობით შესყიდული სერვისების/პროდუქტების ღირებულების გადახდის ოპერაციები;

თუკი რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ წინამდებარე „მონაცემთა დაცვის პოლიტიკის“ ან „თქვენი“ ინფორმაციის შეგროვების, დამუშავების, გამოყენებისა და გამჟღავნების მეთოდების შესახებ, შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@lit.ge. „ჩვენ“ მივმართავთ ყველა შესაძლო ძალისხმევას, რომ სწრაფად გიპასუხოთ ნებისმიერ თხოვნაზე, შეკითხვასა ან წუხილზე, რომელიც შესაძლოა, გაგიჩნდეთ „თქვენი“ პერსონალური ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებით.

•თანხმობის გამოხმობის უფლება. თუ „თქვენ“ აღარ გსურთ, რომ lit.ge-მ დაამუშაოს „თქვენი“ პერსონალური ინფორმაცია, გთხოვთ, დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: info@lit.ge. თანხმობის ასეთი გამოხმობა გამოიწვევს „თქვენი“ lit.ge-ს ანგარიშის გაუქმებას.

 

lit.ge იცავს მყიდველის პირად ინფორმაციას და არ გადასცემს მესამე პირს, მყიდველის თანხმობის გარეშე.

 

წიგნის სარეალიზაციოდ განსათავსებლად, დაუკავშირდით რედაქციას:
ელ-ფოსტა: info@lit.ge
ტელეფონი: +995 32 214 66 55

საიტზე თქვენი რეგისტრაცია ავტომატურად გულისხმობს, რომ გაეცანით და ეთანხმებით საიტის წესებს.