კრებული მიზნად ისახავს იმის ჩვენებას, თუ როგორ დაამარცხოს ერთმა ელიტარულმა ჯგუფმა მეორე, ერთმა დეპუტატობის კანდიდატმა – მეორე, როგორ უნდა მოხდეს მმართველობის ჩანაცვლება არა ძალმომრეობით, არამედ სისტემური ცვლილებებით, ლეგიტიმურად, კანონიერი არჩევნების გზით.საზოგადოებამ უნდა შეძლოს და ძირეულად ჩასწვდეს არსებული ხელისუფლების არსს, მის საფუძვლებს, რესურსებს, დემოკრატიულობის ხარისხს. არჩევნები უნდა დაიგეგმოს, როგორც მიზნის მიღწევის მაქსიმუმი. დასაზუსტებელი და განსასაზღვრია, თუ რა არის კონკრეტული მიზანი, რამდენად შესაძლებელია მთლიანი სახელისუფლებო ვერტიკალის მშვიდობიანად ჩანაცვლება, გამოსაყენებელია თუ არა არაძალმომრეობითი მეთოდების ძირითადი ნაწილი.წიგნში მოთხრობილია საარჩევნო სისტემის წარმოშობის, ჩამოყალიბების, საფუძვლების შესახებ, გაანალიზებულია ხელისუფლების სისტემები და ნაჩვენებია მათ შორის მსგავსებები და განსხვავებები, დასახულია სწორი საარჩევნო პროგრამისა და სტრუქტურის შესაქმნელად აუცილებელი გზები და მეთოდები.მიზნის მიღწევისათვის შემოგთავაზებთ როგორც ცნობილ მეთოდებს (ჯინ შარფი „არაძალადობრივი ბრძოლის თეორია..), ასევე ნაკლებადცნობილ მეთოდოლოგიას, ზოგს მოძიებულს, ზოგსაც საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით. საერთო ჯამში მივიღებთ პატარა სახელმძღვანელოს. იგი გარკვეულ სამსახურს გაუწევს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესებულ მკითხველს.
- ყდა
- თავფურცელი
- ავტორისაგან
- შესავალი
- საარჩევნო სისტემა
- არჩევნების საფუძვლები
- ხელისუფლების შესწავლა
- სახელისუფლებო სისტემის სამი ტიპი: მსგავსებები და განსხვავებები
- ტრანსფორმაცია და გადასვლა
- მინიმუმი დემოკრატიისთვის
- არაძალადობრივი პროტესტი
- საარჩევნო სისტემების დალაგება და სტრუქტურების ორგანიზება
- მიზანი ამართლებს საშუალებებს
- პირველადი პარტიული ორგანიზაციის სტრუქტურა