მე-14 საუკუნის დიდი იტალიელი მწერლის, ჯოვანი ბოკაჩოს უკვდავი ქმნილების სრული გამოცემა. იტალიური რენესანსის ყველაზე გახმაურებული და სკანდალური წიგნი, რომელიც მიმართულია ასკეტური მორალის წინააღმდეგ, თუმცა, ამავე დროს, ამხელს ეკლესიის მსახურთა გარყვნილებას, რის გამოც სასტიკად იდევნებოდა კათოლიკური ეკლესიის მიერ.
კრებული შედგება 100 ნოველისაგან, გამოირჩევა ცოცხალი იუმორით და უხვადაა გაჯერებული ეროტიული სცენებით.