პროფესორი პრეობრაჟენსკი ატარებს უპრეცენდენტო ექსპერიმენტს - ძაღლს უნერგავს ადამიანის ორგანოებს. საბოლოოდ, პროფესორს ოპერაციის შედეგები სანანებელი გაუხდება.მიხაილ ბულგაკოვმა „ძაღლის გული“ 1925 წელს დაწერა, თუმცა საბჭოთა კავშირში ოფიციალურად 1987 წლამდე არ გამოქვეყნებულა.მრავალთა აზრით, წიგნი წარმოადგენდა პოლიტიკურ სატირას, ხოლო მისი პერსონაჟების პროტოტიპებად მოიაზრებოდნენ სტალინი (შარიკოვ-ჩუგუნკინი - ორივეს მეორე გვარი რკინიდან მომდინარეობს), ლენინი (პროფესორი პრეობრაჟენსკი - რომელმაც შეცვალა ქვეყანა - რუს. преобразить), ტროცკი (ნამდვილი გვარი ბრონშტეინი - პროფესორის ასისტენტი დოქტორი ბორმენტალი, რომელიც მუდმივ კონფლიქტშია შარიკოვთან), ზინოვიევი (ასისტენტი ზინა) და ა.შ.
- ყდა
- თავფურცელი
- 1
- 2
- 3
- 4
- 5
- 6
- 7
- 8
- 9
- ეპილოგი
- სქოლიო