კალათა

დეტალურად

შეუძლებელია, ზუსტად დადგინდეს, თუ სად ჩამოყალიბდა მოლა ნასრედინის სახე. მუსლიმური აღმოსავლეთის ყველა ხალხი ერთმანეთს ეცილება, თუ ვისია მოლა ნასრედინი: ირანი, თურქეთი, არაბეთი, ეგვიპტე, შუა აზია, პაკისტანი და დაღესტნის მუსლიმებიც კი მოლას სამშობლოდ თავიანთ ქვეყანას თვლიან. ახლო აღმოსავლეთის თხუთმეტ ქალაქში ტურისტებს დღესაც აჩვენებენ მოლას საფლავს. სინამდვილეში მოლას სამშობლო მთელი მუსლიმური აღმოსავლეთია. მუსლიმურმა აღმოსავლეთმა შექმნა ენამოსწრებული, მახვილგონიერი, ცხოვრებაზე დაკვირვებული ადამიანის ტიპი, რომელსაც მრავალი ანეკდოტი და ოხუნჯობა მიაწერა. ამ ანეკდოტებში გამოსჭვივის სიბრძნე, დიდი ცოდნა ცხოვრებისა და ადამიანის სულისა. მოლა ნასრედინის ოხუნჯობანი საუკუნეების მანძილზე თაობიდან თაობაზე გადადიოდა და ახალ ელფერს იძენდა, ახალი პერსონაჟებით მდიდრდებოდა. მოლა ნასრედინი თანდათან იქცა ხალხურ გმირად, იგი ხალხმა შეიყვარა და მუსულმანური აღმოსავლეთის ბევრმა ქვეყანამ თავის პირმშოდ გამოაცხადა. სად არ ახსენებენ მოლას სახელს, ყველგან იცნობენ და უყვართ, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. საქართველოში მოლა ნასრედინი დიდი პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს. მოლას ზოგიერთი ნათქვამი ანდაზადაც კი ქცეულა.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • წინასიტყვაობა
  • ნასრედინის მოლობა
  • მოლა სხვის ბოსტანში
  • ფულები სიზმრად
  • აქლემს რომ ფრთები ჰქონოდა
  • როცა გატყდება, გვიან იქნება
  • მოლას ძალით აქორწინებდნენ
  • კონიელი მეჰალვეები
  • ასტრონომი მოლა
  • მოლა და ბრმები
  • ყველაფრის გამომცნობი მოლა
  • ხარმა იცის თავისი დანაშაული
  • მოლა თალხებში
  • მოლას ანდერძი
  • ქვაბის სიკვდილი
  • მოლა და მოსამართლე
  • აი, ასე ჰგავს წერო ნამდვილ ფრინველს
  • იხვის წვენი
  • ვირისა სჯერა, წვერისა კი არა
  • მოლას დანაპირები
  • ვაჭარი მოლა
  • თოვლის საგანი
  • მოლას ვირი მოჰპარეს
  • მოლა სიბნელეში
  • მოლამ აუხსნა
  • მოლა ვირს ლაპარაკს ასწავლის
  • მოლა და ქურდი
  • მოლა ექიმობს
  • მოლას ქორწილი
  • მოლას ხბორები
  • ძუნწი და მოლა
  • მღებავი მოლა
  • ამდენ ქათამს ერთი მამალი უნდა
  • მომღერალი მოლა
  • მოლა საკუთარ თავს გლოვობს
  • ქურდი მოლას სახლში
  • მოლას პასუხი
  • მოლა - თავის ქალიშვილის მაჭანკალი
  • მოლა ვირს ეხმარება
  • კამათი მოლასა და სამ დერვიშს შორის
  • მოლას შვილი თავისი ჭკუით პასუხობს
  • მიცვალებული ჩემთან გაბუტულია
  • რომ არ მომკვდარიყო მაინც გავეყრებოდი
  • მაინც უნდა ჩამოვმხტარიყავი
  • მხოლოდ შიგ არ უნდა ჩაჰყვეთ
  • მოლა წინდაწინ ღებულობს ზომებს
  • მოლა თვალის ამოგდებას ურჩევს
  • წინდახედული მამა
  • მოსეირნე ცოლი
  • მომაკვდავი მოლა
  • მთვარე უფრო სასარგებლოა მზეზე
  • ვინც ჩამოვარდა, იმან იცის
  • მოლამ ანდერძი დატოვა
  • სანამ არ გაივსება
  • ვაჟკაცი სიტყვას არ გადაუხვევს
  • ჯერ კიდევ არ შემისწავლია
  • მოლა და მთვრალი ყაზი
  • მოლა სიცრუეს ივიწყებს
  • ვისაც ლურჯი მძივი აქვს
  • ვინ არის დამნაშავე?
  • დაუპატიჟებელი სტუმრობა
  • მოლას სიდედრი
  • მოლას სათვალე
  • მოლამ შხამი შეჭამა
  • მოლას ბოდიში
  • მოლას მეზობლობა
  • მეგობრობის პირობა
  • ქურდობა და მოწყალება
  • მოლას სირცხვილი
  • მოლას სირეგვნე
  • მეოთხე სულელი
  • მთვრალი მოლა
  • მოლას სიხარული
  • მეჩეთის კარი
  • ღმერთების მოსპობა
  • მოლას გაუმაძღრობა
  • მოლას ნაკვესი
  • ჰაშიშის გავლენა
  • მკვდრის გამოცოცხლება
  • ქურდი მოლა
  • მოლა გულის ტკივილს არჩენს
  • ზრდილობიანი მოლა
  • ბავშვობისდროინდელი ჩალმა
  • ტკბილი ძილი
  • უმიზნო სიცოცხლე
  • გაჭირვების ტალკვესი
  • სამართლიანი გასამრჯელო
  • წამებული მოლა
  • ჯორის სურვილზე
  • ლურსმნის ფასი
  • მოლა და მებარგული
  • თეორია და პრაქტიკა
  • დანარჩენი გაუყიდიათ
  • მშიშარა კაკალი
  • მოლას ღონე
  • დაკარგული ძილი
  • მშვენიერი წამალი
  • საჭირო წინდახედულობა
  • ძვირფასი წიგნი
  • გასახსენებელი ბეჭედი
  • გამგონე მოლა
  • ვირმა შეჭამა
  • მოლა განძს ეძებს
  • წერილის მიმტანი მოლა
  • მოლას სიუხვე
  • მსუყე ფლავი
  • ტბისკენ გაიქეცი!
  • მოლას საიდუმლოება
  • მე თვითონ უნდა წავიღო
  • ბრძნული რჩევა
  • მოლას ხუმრობა სურდა
  • დაკარგა
  • დაკარგული ვირი
  • მომგებიანი შესყიდვა
  • სულელებს ვერც დათვლით
  • გარტყმის ფასი
  • უსაჩუქროდ
  • შიშისაგან ოთხი ფეხი გამოგებმოდა
  • ეს ნამდვილი ვაჟკაცია
  • შენ ხომ დაქვრივდებოდი
  • მოლა ჩუმადაა
  • მოლა არ ჩქარობს
  • მოლას მოხერხება
  • მოლას ჯუბა
  • მოტყუებული
  • მოლას ცოლები
  • ისევ შენ დამიბრუნებ
  • მზრუნველი მასპინძელი
  • საპასუხო ხუმრობა
  • ორივე ერთად
  • მოლა და მედუქნე
  • ყაზი სახლში არ არისო
  • ძღომაზე მეძინაო
  • შეცდომა ერბოიან ქოთანშია
  • საკვირველია ეს ქვეყანა
  • საქმე ასე კეთდება
  • ფლავს არიგებენო
  • კბილის ტკივილი
  • ყბედი მეზობელი
  • სახლში არა ვარ
  • რისგან ამთქნარებენ
  • ჩვენთან მოაქვთ
  • ცივი ფლავი
  • შენი სამართლიანობა
  • მე მცემენ, შენ კი შეგაგინებენ
  • მოლამ დაამშვიდა
  • მოლამ ფლავზე დაპატიჟა
  • ვირების მოშენება
  • ათასი ოქრო
  • უიღბლო ქურდი
  • დაკარგული ხურჯინი
  • ჩალმა
  • წისქვილს რომ ვირები ემსახურებიან
  • სახლის დაწვა არ აღელვებს
  • მოლას დაბნეული რჩევა
  • მოლამ ტბა დაინახა
  • ანგარიშიანი მოლა
  • კარებს არ მოშორდე
  • მეზობელი ყველაფერს გებულობს
  • ნადირობის მოტრფიალე მოლა
  • რომელი ხართ უფროსი?
  • მოლა რჩევას იძლევა
  • მოლა ავადმყოფ ცოლს დასტირის
  • ისრის მტყორცნელი მოლა
  • მიწის მუშა თუ ფადიშაჰი?
  • ვინ არის ნამდვილი ადამიანი
  • მოლა მეზობელს ურჩევს
  • ვისაც იმამად თემური ჰყავს, მისი წინასწარმეტყველი ჩინგის ხანია
  • მოლა ბრმებს დასცინის
  • კიდევ კარგი, ქოშები არ მეცვა
  • კვდებოდა, მაგრამ ხუმრობდა
  • მოლა სასიკვდილო სარეცელზე
  • მეც ასე ვფიქრობდი
  • ფეხით აღარ ვივლი
  • ემირის სიზმრის ახსნა
  • მხატვარი მოლა
  • ორი ვირის საპალნე
  • მოლა და ავადმყოფი იმამი
  • ცხვარი განკითხვის დღეს
  • წარღვნის წინ მწვადი
  • გაჭირვებული მოლა მკვდარს შენატრის
  • მოლა და მთავარი მოსამართლე
  • მკურნალი
  • სტუმარი მოლა
  • მოლას განაჩენი ჯოხით
  • შეუდარებელი მტკიცება
  • მოლას ვირის სიკვდილი
  • მოლა და დალაქი
  • მოლა და ქრისტიანი დედაკაცი
  • მოლა და სამართებელი
  • მოლა და აყროლებული თევზი
  • მოლა და თოკი
  • მოლა და მათხოვარი
  • მოლას საბანი
  • მოლას მოგება
  • მოლა და თაგვის წამალი
  • მოლას მოგზაურობა
  • მოლა და ზურნა
  • მოლას მტირალი შვილი
  • მოლას პასუხი
  • მოლას ვირი წყალში დაეხრჩო
  • ერთ-ერთი სიძე აუცილებლად დაიღუპება
  • მოლას ცოლის მეორმოცე რჩევა
  • რატომ გვიან არ გამაღვიძე
  • მოლას აქლემი
  • მოლა რთველში მიდიოდა
  • ბაყაყების მადლობელი მოლა
  • ყაჩაღი მოლა
  • ფიქრებში წასული მოლა
  • მოლამ ცოლი გამოსცადა
  • მსაჯული მოლა
  • მოსვენებული მოლა
  • მოლას წლოვანება
  • უკუდო ჩოჩორი
  • მილეული მთვარე
  • მოლას ვალად დარჩეს
  • მეჩეთის მშენებელი მოლა
  • მოლას სცხელა
  • მასწავლებელი მოლა
  • თვალწინ უნდა გქონდეს
  • მოლამ ვირი უპოვა
  • მოლას აზრი ქვეყნის დასასრულზე
  • მოლას ცეცხლი გაუჩნდა
  • მოლა თავის ქალიშვილს არიგებს
  • დაე ეგეც გასუფთავდეს
  • მოლა სამართლიანია
  • მოლასთვის დასაძრახი არ არის
  • მოლა და ორი თხა
  • ყველას თავისი სატირალი აქვს
  • მოლას საპონი
  • მოლას ორი ქვევრი
  • მოლამ ჯავრი იყარა
  • მოლა ხმას ისინჯავს