კალათა

დეტალურად

ანა დუნდუა მოღვაწეობს ბათუმში. არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. ამჟამად მუშაობს ჟურნალ „ჭოროხში“. არის ჟურნალ „ნიანგის“ და მარიკა ბარათაშვილის პრემიების ლაურეატი. გამოცემული აქვს შვიდი წიგნი: „გამიშვი და გაგიშვებ“, „იფოთლებოდა ნეკერჩხალი“, „მე და შენ ვერასოდეს დავქორწინდებით“, „ფრთხილად მამაკაცებო“, „მონატრება დაუსაბამო“, „როცა ასეთი სიყვარულია“, „მონატრება“. მის ნოველებში იმის მონატრებაა, ოცდამეერთე საუკუნეში რომ აკლიათ ადამიანებს. სიყვარული, თანაგრძნობა, სიკეთე, სიქველე. სიყვარულმა თუ არ იარა და გალაქტიკას არ შემოუარა, სიძულვილი მტვრად აქცევს სამყაროს, კოსმიურ მტვრად. სითბოთი და სიყვარულითაა გაჯერებული ყოველი ნოველა, მკითხველს უბიძგებს სიკეთისაკენ, გმობს ბოროტებას. უდაოდ, სულის გასალამაზებლად შექმნილი ნაწარმოებებია.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • დედის ნატრული
  • სანამ ფრინველები თბილ ქვეყნებში გადაფრინდებიან
  • მონატრება
  • მისტერია სულისა
  • შვილო, სილაღევ დედისა
  • მომკლა შენმა სიშორემ
  • მარადი სევდა
  • სხვისი შვილი
  • ყვავილწნული