ანზორ კუდბა მოღვაწეობს ბათუმში. არის სალიტერატურო ჟურნალ „ჭოროხის“ პროზისა და პუბლიცისტიკის განყოფილების გამგე.
ექვსი წიგნის ავტორია: „სიცოცხლის დედა“ (მოთხრობები) – 1986 წ., „ზენა ქარი“ (რომანი) – 1998 წ., „აპოკალიფსი“ (რომანი) – 2001 წ., „უჟამო ჟამი“ (რომანი, მისტერია) – 2004 წ., „დროის წიგნი“ (პოემა) – 2011 წ., „ფიქრის სავარძელი“ (რომანი) – 2012 (ჟურნალი „ჭოროხი“).
რომანში აღწერილია საქართველოში 1992-1993-2012 წლების მოვლენები, რომლის გმირი – ნოე, აფხაზეთის ომის მონაწილეა და კონტუზიამიღებული ბრუნდება ზღვისპირა ქალაქში. იგი ფსიქიატრიული საავადმყოფოს მარადი მკვიდრია. მისთვის ცხოვრება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, თავის „ფიქრის სავარძელში“ მიმდინარეობს და დროიდან ამოვარდნილია...
- ყდა
- თავფურცელი
- კარი პირველი
- 2 აპრილი, 2010 წელი: ჯვარცმა (პარასკევი)
- ბოშა ქალის წინასწარმეტყველება
- აფხაზი ამორძალი ჩემს სიზმარში
- ფიქრის სავარძელი
- კარი მეორე
- სიზმრიდან სიზმარში
- ფიქრის სავარძელში
- მარეხი და ჩემი აფხაზი ამორძალი ჩემს სიზმარში
- უფალთან
- კარი მესამე
- სვეტი პირველი
- სვეტი მეორე
- სვეტი მესამე